ადამიანს ცხოვრებისთვის და საქმიანობისთვის სხვადასხვა სახის ნივთი და პროდუქტი სჭირდება. მეწარმის საზრუნავი სწორედ ამ საჭიროებების დაკმაყოფილებაა.

რა უნდა ვიცოდეთ

ადამიანების სურვილები შეიძინონ და გამოიყენონ ნივთები, პროდუქტები და სერვისები ქმნის მოთხოვნას ბაზარზე. ხოლო მეწარმეების სწრაფვა მიიღონ მოგება ქმნის მათი მიწოდების სტიმულს. თუ რაიმე სახის პროდუქტსა და მომსახურებაზე მოთხოვნა დიდია, მისი ფასი იზრდება. ხოლო ჭარბი მიწოდების შემთხვევაში ფასი მცირდება. რაც უფრო იაფია პროდუქტი და მომსახურება მომხმარებლები მეტს ყიდულობენ, რაც უფრო ძვირია ნაკლებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი

მეწარმე ყოველთვის უნდა ცდილობდეს ბაზარზე ის პროდუქტი გაიტანოს რაც ფასობს, ანუ რაზეც დიდი მოთხოვნაა და თავი აარიდოს იმის მიწოდებას რაზეც მოთხოვნა მცირეა.