ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან თავისი უნარებით და შესაძლებლობებით. ამიტომ თითოეული ადამიანი ბუნებრივად ირჩევს იმ სფეროს, რომელში საქმიანობაც უკეთ გამოსდის. ანუ, ხდება შრომის დანაწილება შესაძლებლობების მიხედვით. შედეგად, პროდუქციისა და მომსახურების შექმნაზე ნაკლები რესურსი იხარჯება, რაც მეტის წარმოების შესაძლებლობასაც იძლევა.

რა უნდა ვიცოდეთ

ადამიანების უნარებისა და შესაძლებლობების მიხედვით შრომის დანაწილება სპეციალიზაციას განაპირობებს. ეს ნიშნავს, რომ სადაც მეტი სპეციალიზაციაა მეტი წარმატება მიიღწევა, ანუ მეწარმე იღებს მეტ მოგებას და ასევე, მეტი ადამიანის მოთხოვნა დაკმაყოფილდება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პირიქით.

მაგალითად, თუ მეწაღე ფეხსაცმლის შეკერვისთვის საჭირო დროს პურის ცხობაზე დახარჯავს, ნაკლებ ფეხსაცმელს შეკერავს და შედეგად ნაკლებ მოგებას მიიღებს. ასევე, თუ ხაბაზი ფეხსაცმლის შეკერვას გადაწყვეტს, ისიც უფრო ნაკლებ მოგებას ნახავს. საერთო ჯამში კი დაზარალდებიან არა მხოლოდ ხაბაზი და მეწაღე, არამედ მათი მომხმარებლებიც.

რატომ არის მნიშვნელოვანი

შრომის სწორად განაწილება რესურსების დაზოგვას და წარმოების ზრდას უწყობს ხელს, რაც ბიზნესის წარმატებისთვის აუცილებელია. ამასთან, სპეციალიზაციას, საბოლოო ჯამში, ცხოვრების პირობების გაუმჯობესებამდე მივყავართ.

Form by ChronoForms - ChronoEngine.com