ფული არის გაცვლის, შეფასების და დაგროვების საშუალება. ფულის გარეშე ადამიანებს შორის გაცვლის პროცესი (ვაჭრობა) ძალიან რთული იქნებოდა. ფული გვეხმარება გაცვლაში, იმის ნაცვლად რომ ადამიანებმა საგნები და ნივთები გაცვალონ, ისინი ყიდიან და ყიდულობენ საგნებს ფულის საშუალებით, რითაც იმარტივებენ ცხოვრებას. გაცვლის დროს დგინდება ფასი მოცემულ ფულად ერთეულში. რომ არა ფული, გაცვლის პროცესი ძალიან გართულდებოდა. ისეთი ადამიანის პოვნა, რომელსაც ის ნივთი ექნებოდა, რომელიც შენ გჭირდება და ამავდროულად ენდომებოდა შენი ნივთი დიდ დროს და მცდელობას მოითხოვს, რაც ბიზნესს შეაფერხებდა.

რა უნდა ვიცოდეთ

ყველა ქვეყანა იყენებს ერთ ან რამდენიმე ვალუტას. ქვეყნების ნაწილს აქვს საკუთარი ვალუტა და ამ ქვეყნის მთავრობა მთლიანად მართავს მას თავისი მიზნების მიხედვით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მისი ღირებულების მერყეობა. ღირებულების მერყეობა მეტ-ნაკლებად ახასიათებს ნებისმიერ ფულს. მაგალითად, მეტად ახასიათებს ლარს, ნაკლებად დოლარს. შესაბამისად, ეკონომიკური აქტივობა, ბიზნესის დაგეგმვა, ვაჭრობა უფრო მარტივია შედარებით მყარ ვალუტაში. ამის გამო ადამიანები ცდილობენ თავიანთი დანაზოგები შედარებით მყარ ვალუტაში გადაიტანონ. ასევე, დიდი გარიგებების დროს გაცვლის ფასი მყარ ვალუტაში დაადგინონ. მაგალითად, საქართველოში უძრავი ქონების ფასი აშშ დოლარში დგინდება.

რატომ არის მნიშვნელოვანი

გაცვლა, დაგროვება და შეფასება ძალიან გართულდება თუკი ფულის ღირებულება მუდმივად იცვლება. Ამიტომ, ბიზნესი უნდა ეცადოს საკუთარი საქმიანობა კალკულაცია მყარ ვალუტაში აწარმოოს. Ამის მაგალითია, რომ ადამიანები მიწის, სახლის, ავტომობილის გაყიდვისას დოლარში ასახელებენ, თუმცა ვაჭრობას ლარში ახორციელებენ.