სილაბუსი

ეკონომიკა სოციალური მეცნიერებაა, ის ინდივიდებისა და ადამიანთა ჯგუფების ქმედებებს შეისწავლის. ეკონომიკაში ზუსტი და უეჭველი კანონების არსებობა შეუძლებელია, რამდენადაც ადამიანები განსხვავებულნი არიან, ისინი თავის საცხოვრებელ გარემოზე გამუდმებით ზემოქმედებენ და ცვლიან მას.
ეკონომიკის კანონების ექსპერიმენტით კვლევა შეუძლებელია, რადგანაც ასევე შეუძლებელია ლაბორატორიაში რეალური სამყაროს პირობების შექმნა. ადამიანები განსხვავებულები არიან და ამიტომ მათი ქცევა არაპროგნოზირებადია. შეიძლება უბრალოდ ზოგადი წესების დადგენა, რომელთაც ადამიანების ქმედების ლოგიკისა და ისტორიული და კულტურული გამოცდილების ცოდნის საფუძველზე, შეიძლება ვთქვათ, რომ უმეტესწილად რაღაც გარკვეული მიმართულებით მივყავართ.

რა განსხვავებაა ეკონომიკასა და ფიზიკას შორის? ორივე, ფიზიკაც და ეკონომიკაც სწავლობს სამყაროს, რომელშიც ვცხოვრობთ. ორივე მეცნიერება გვეუბნება, რომ სამყაროში კანონები მოქმედებენ. ორივე, ფიზიკაც და ეკონომიკაც, იყენებს ისტორიას, მათემატიკასა და ფილოსოფიას, რათა სამყარო და მისი კანონები ახსნან. რა განსხვავებაა ამ მეცნიერებებს შორის? რა სარგებლის მიღება შეუძლია ეკონომიკას სხვა მეცნიერებებისგან?

შინაარსი ხელმისაწვდომია მხოლოდ რეგისტრირებული მომხმარებლებისათვის. სანახავად გთხოვთ   დარეგისტრირდეთ  ან   შეხვიდეთ სისტემაში (არსებული მომხმარებელი)