(მართვა, ფინანსური ანალიზი და აღრიცხვა, შრომითი რესურსების მართვა)

უამრავი ადამიანი ბიზნესის კეთების დროს ხელმძღვანელობს პრინციპით „რასაც ვაკეთებთ უბრალოდ ვაკეთებთ“ და უარს ამბობენ მენეჯმენტსა და მართვის დისციპლინაზე. მსგავსი მიდგომა ბევრს საინტერესოდ ეჩვენება, მაგრამ სამწუხაროდ ასეთ დამოკიდებულებას საქმის კეთებისას ქაოსი უფრო მოაქვს ვიდრე წარმატება. მენეჯმენტის გარეშე მეწარმეებს არ შეუძლიათ შესაძლებლობების ეფექტიანად გამოყენება, რადგან კარგად ორგანიზებული მართვის პროცესი პრობლემების დანახვას და მათ დროულად მოგვარებას უწყობს ხელს. სწორი მენეჯმენტის გარეშე ადამიანები ახერხებენ ფულის შოვნას, მაგრმ ცალკეულ წარმატებას ბევრი წარუმეტებლობა ახლავს თან, რის შედეგადაც იფლანგება ძვირფასი დრო, ენერგია და რესურსი.

რა უნდა ვიცოდეთ

კომპანიის მენეჯენტი გულისხმობს უამრავი დეტალის წინასწარ კარგად გააზრებას, დაწყებული ოფისის ადგილის შერჩევიდან, თანამშრომლების აყვანით და პროდუქტის გაყიდვით და გადასახადების გადახდით დამთავრებული. ბიზნესის პროექტი (წარმოების სრული ხედვა), უნდა მოიცავდეს ამ უამრავ დეტალს: სად და რა ფასად აიღო ოფისი, ან საერთოდ არ აიღო, როგორ მიხვიდე პროდუქტის შექმნამდე, როგორ მიიტანო პროდუქტი (მომსახურება) მომხმარებლებამდე (ფიზიკურად მარკეტებამდე თუ ელექტრინული საშუალებებით), კარგად შეაფასო მომხმარებლების დამოკიდებულება თქვენი კომპანიისადმი, შეაფასო ხარვეზები და დასახო გაუმჯობესების გზები და ხვა. ამასთან, მნიშვნელოვანია ზუსტად განსაზღვრო თუ რომელი პროფესიის თანამშრომლები გჭირდება, როგორი კვალიფიკაციის ხალხის დაქირავებაა მნიშვნელოვანი და რა ფასად, რამდენი ადამიანია ოპტიმალური ბიზნესის ასაწყობად და როგორ უნდა განაწილდეს მათ შორის უფლება-მოვალეობები.

კომპანიის მართვის უმნიშვნელოვანესი ნაწილია ფინანსური მენეჯმენტი. ის ბიზნესს სხვადასხვა ამოცანების გადაწყვეტაში ეხმარება. მაგალითად, სწორი ფინანსური ანალიზი საშუალებას იძლევა წინასწარ შეფასდეს ფინანსური რესურსების მიღებისა და მათი გამოყენების გეგმების ეფექტიანობა, მოხდეს საკუთარი და ნასესხები სახსრებით წარმოებული საქმიაობის და ეკონომიკური რენტაბელურობის პროგნოზირება, კონკრეტული ღონისძიებების დამუშავება, რომლებიც მიმართული იქნება ფინანსური რესურსების უფრო ეფექტიანად გამოყენებაზე და ფინანსური მდგომარეობის განმტკიცებაზე.

კარგი ფინანსური ხედვა უნდა მოიცავდეს ყველა შესაძლო დანახარჯის და შემოსავლის ნუსხას, რაც ეკონომიკური საქმიანობის შედეგის წინასწარ დანახვას გაგვიადვილებს. ეს ნუსხა მოიცავს როგორც უშუალო სამეწარმეო დანახარჯებს (ოფისი, ხელფასები, ტრანსპორტირება და სხვა), ასევე საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობას, ვალის გასტუმრების გრაფიკს და მოცულობას, დროში გათვლილ შემოსავლებს და შესაძლო მოგების წინასწარ გაანგარიშებას.

ფინანსური აღრიცხვა ბიზნესის მწარმოებლებს ასევე ეხმარება სწორად შეაფასონ გაწეული ხარჯები, რა იყო აუცილებელი და რომელი ხარჯები იყო ზედმეტი საქმის კეთების პროცესში. როგორც ჩვეულებრივ ცხოვრებაში, ისე ბიზნესის კეთების დროსაც შესაძლებელია შეცდომების აღმოჩენა და ხარჯების შემცირება, თუკი საქმეს ყურადღებით და სერიოზულად მივუდგებით.

რატომ არის მნიშვნელოვანი

კომპანიის სწორი მენეჯმენტი და ფინანსური ანგარიშგება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კომპანიის გამართული მუშაობისთვის, არამედ კონკურენტებთან უპირატესიბის მოპოვებისთვისაც. ამასთან, სწორი მენეჯენტი და მკაცრი ფინანსური აღრიცხვა მნიშვნელოვნად აზღვევს ბიზნეს წამოწყებას გაკოტრებისგან, ვალებში ჩავარდნისგან (როგორც კრედიტორებთან, ისე საგადსახადო კუთხით) და იძლევა ხარჯების შემცირების და მოგების ზრდის საშუალებას.

სწორი მენეჯმენტის მიზანია არა მხოლოდ ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა, არამედ იმ გზების მოძიება, რაც ბიზნესს მოგების გაზრდასა და წარმოების გაფართოებაში დაეხმარება. ფინანსური ანალიზი მნიშვნელოვანია ბიზნესში ინვესტიციების სწორად ჩასადებად; წარმოების მოგების და პერსპექტივების გასაანალიზებლად; დაფინანსების წყაროების ეფექტიანად გამოსაყენებლად; კლიენტების დამოკიდებულების შესაფასებლად

Form by ChronoForms - ChronoEngine.com