სამეწარმეო განათლება ნებისმიერ ადამიანს სთავაზობს ცოდნას შემოქმედებითი აზროვნებისა და საქმიანი თანამშრომლობისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად, რას საჭიროა მომხმარებელზე მორგებული საქონლისა და მომსახურების წარმოებისთვის.

სიტყვა ”მეწარმე”, შეესაბამება ინგლისურ სიტყვას Entrepreneur, რაც თავის მხრივ წარმოდგება ძველ-ფრანგული ზმნისგან Entreprendre, რაც ”წამოწყებას” ნიშნავს.

მეწარმედ იწოდება ადამიანი, რომელიც საკუთარი მდგომარეობის გაუმჯობესებას, ანუ (მატერიალური და მორალური) მოგების მიღებას, სხვა ადამიანების მოთხოვნილებების (საჭიროებების) დაკმაყოფილებით, რაიმე შესაბამისი საქონლისა (ნაწარმის) თუ მომსახურების შექმნით და მათზე მიყიდვით (მოთხოვნად გადაქცევით) ცდილობს.

რიჩარდ კანტილიონმა (ირლანდია-საფრანგეთი, 1680-1734) პირველმა აღწერა, რომ მოთხოვნასა და მიწოდებას შორის შეუსაბამობები, იაფად ყიდვისა და ძვირად გაყიდვისა შესაძლებლობას ქმნის. ადამიანებს, რომლებმაც ისარგებლეს ამგვარი მოგების შესაძლებლობებით, მან "მეწარმეები" უწოდა.

მეწარმის თანამედროვე კონცეფციის ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით იოზეფ შუმპეტერს (ავსტრია-ა.შ.შ., 1883-1950 წწ), ფრენკ ნაითს (ა.შ.შ., 1885-1972 წწ.) და ისრაელ კირცნერს (გართ. სამეფო-ა.შ.შ. 1930). მეწარმეობას შუმპეტერი მოგების ძიებაში არსებულისგან ახლის შექმნის „კრეატიული დესტრუქციის“, ნაითი - ბუნდოვანი მომავლის წინაშე რისკის აღების, ხოლო კირცნერი - აღმოჩენის პროცესად განიხილავდნენ.

ლუდვიგ ფონ მიზესი (ავსტრია-ა.შ.შ. 1881-1973 წწ) ამტკიცებდა, რომ მეწარმის "წარმატება ან წარუმატებლობა დამოკიდებულია მის მიერ მომავალი მოვლენების განჭვრეტის სისწორეზე. თუ მან ვერ გაიაზრა მომავალი, ის განწირულია. ერთადერთი წყარო, საიდანაც მეწარმის მოგება მოდის, არის მისი უნარი, სხვა ადამიანებზე ადრე და უკეთ გაითვალისწინოს მომხმარებელთა სამომავლო მოთხოვნები”.

რა უნდა ვიცოდეთ

მეწარმეთა ყოფაცხოვრების გაუმჯობესების ხელშემწყობი იდეების კატალიზატორები, ყველაზე მეტად მორგებული გადაწყვეტილებების შემთავაზებელი და დამსაქმებლები არიან.
მეწარმეები ცდილობენ განჭვრიტონ მომავალი.;
გაიაზრონ, თუ რა საქონელსა და მომსახურებას მოისურვებს მომხმარებელი და როგორია მათი მოთხოვნა;
ეძებენ მომხმარებელთა სურვილების დაკმაყოფილების (ანუ გარკვეული პრობლემების მოგვარების) გამოუყენებელ შესაძლებლობებს’
შესაბამისი საქონლისა თუ მომსახურების შესაქმნელად, ორგანიზებას უწევენ მრავალი სხვადასხვა (ასაკის, სქესის, განათლების, ცოდნის, მრწამსის, ეროვნების, მოქალაქეობის და ა.შ.) ადამიანის თანამშრომლობას;
ძვირფასი დროის, ფულისა და რესურსების სახით წინმსწრებად ანახორციელებენ ინვესტიციებს მომხმარებელთა მრავალფეროვანი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად;
პოულობენ რესურსებს და ეძებენ მათი გამოყენების ყველაზე ეფექტიან გზებს;
ცოდნის მიღების და უნარ-ჩვევების დახვეწის მხარდაჭერით, ზრდიან ადამიანურ კაპიტალს;
აფინანსებენ/ყიდულობენ გამოგონებებს და ტექნოლოგიურ სიახლეებს, მათ დანერგვას, სრულყოფას, განვითარებას და მათგან მომდინარე სიკეთეების რიგით ადამიანებამდე მოტანას;
ცდილობენ შექმნილი საქონელი და მომსახურება მოარგონ ცალკეული ადამინების გემოვნებასა და ინტერესებს;
სწევენ რისკს და იღებენ პასუხისმგებლობას ჩანაფიქრის განხორციელებაზე, წარმატებაზე ან წარუმატებლობაზე;
თავის თავზე იღებს ლიდერობასა და ხელმძღვანელობას.
მეწარმის წარმატება მომხმარებელთა მიერ აღიარებაა, მისი საქონლის ან მომსახურების შეძენა. სამეწარმეო მოგება - გამოჩენილი გამჭრიახობისა და გაწეული რისკის ანაზღაურება.

პიროვნული თვისებები

მეწარმე ცდილობს დაინახოს მომხმარებელთა მოთხოვნების დაკმაყოფილების ის შესაძლებლობა, რამელსაც სხვები ვერ ხედავან ან ვერ იყენებენ. მიზნების დასახვისას მათ უწევთ გამოიჩინონ შემოქმედებითი აზროვნება, წინააღმდეგობებისა და გარემოებების გააზრების უნარი ისევე, როგორც შორსმჭვრეტელობა - ამოიცნონ საჭიროებები, რადგან მომავალი ბუნდოვანია, ისე წინდახედულება - იმოქმედნონ ეფექტიანად, რადგან რესურსები შეზღუდულია.

ყოველი მეწარმე თავგადასავლების მაძიებელი, გამორჩეულად შემართული, თავდაჯერებული, საკუთარი შესაძლებლობების მოიმედე პიროვნებაა. საქმეში ახასიათებს ინიციატივიანობა, ენთუზიაზმი, ენერგიულობა, მოტივირებულობა და მზაობა რისკისთვის. ურთიერთობებში - მიზანსწრაფულობა, დომინანტურობა, ამბიციურობა და თავდაჯერებულობა. სიახლეების აღმოჩენის უნარები, წარმოაჩენს მათ ცნობისმოყვარეობას, დაკვირვებულობას, ინოვატორულობას და ინტელექტს. ის შთამაგონებელი წინამძღოლი, მობილიზებული ორგანიზატორი, ოპტიმისტი მოტივატორი და პასუხისმგებელი ლიდერია. პარტნიორებისა და დაქირავებულ თანამშრომლების მიმართ რაც უფრო გულწრფელი, ყურადღებიანი, ტაქტიანი, სამართლიანი და კომუნიკაბელურია, მით უფრო წარმატებულია მათი შესაძლებლობების გამოყენებაში.

მეწარმეობის მორალურობა

მეწარმე უშუალოდ და მრავალჯერ უხდება ეთიკური გადაწყვეტილებების მიღება. არაეთიკური ქცევისთვის მომხმარებელი ზურგს შეაქცევენ, კონკურენტები ამხელენ, ხოლო კანონით შეიძლება დაისაჯოს კიდეც.

საკუთარი ინტერესები უბიძგებს დაიცვას თანამშრომლობის წესები: პატივს სცეს სხვების საკუთრებას და პირად ცხოვრებას; შეასრულოს მიცემული სიტყვა; კეთილსინდისიერად ივაჭროს; შეეგუოს კონკურენციას; დაჯერდეს დამსახურებულ მოგებას; გასწიოს ქველმოქმედება.

რატომ არის მნიშვნელოვანი

მეწარმე თავისუფლების საყრდენია. მისი საქმიანობა მნიშვნელოვანია, რადგან მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი ცხოვრების დონის ყველასათვის ხელმისაწვდომი გაუმჯობესება, რესურსების ეფექტიანი გამოყენება და ეკონომიკური განვითარება.

მეწარმეები განაპირობებენ საყოფაცხოვრებო პირობების ცვლილებას უნიკალური საქონლისა და მომსახურების შეთავაზებით. ისინი წყვეტენ დრომოჭმულ ტრადიციებს და ამცირებენ დამოკიდებულებას მოძველებულ სისტემებსა და ტექნოლოგიებზე, რაც განაპირობებს ცხოვრების ხარისხის და მორალის გაუმჯობესებას, აფართოებს ეკონომიკურ თავისუფლებას.

მეწარმეთა მიერ შექმნილი საქონელი და მომსახურებები ხელს უწყობენ ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდას, ინოვაციების დანერგვას, ახალი ბაზრების და სამუშაო ადგილების ჩამოყალიბება. რაც უფრო დიდია სამეწარმეო კაპიტალი, მით მეტია ადამინების პროდუქტიულობა.

მეწარმეები რეგულარულად ზრუნავენ მათ მიერ დაქირავებულ ადამიანებზე, მხარს უჭერენ ადგილობრივ და საზოგადოებრივ წამოწყებებს, ეხმარებიან რელიგიურ და საქველმოქმედო ორგანიზაციებს. მათ მიერ გამომუშავებული შემოსავლები ხმარდება სახელმწიფოს სხვადასხვა დონის ორგანოების საქმიანობას და ისეთი საჯარო სერვისებს როგორიცაა თავდაცვა, განათლება, ჯანმრთელობის დაცვა და ა.შ.

მეწარმე არა მარტო უდიდეს დახმარებას გვიწევს და გვიმარტივებს ცხოვრებას, როდესაც გვამარაგებს საქონლითა თუ მომსახურებით, არამედ, აჯანსაღებს გარემოს საკუთარი ეთიკური ქცევით.

გარდა იმისა, მეწარმე ცდილობს რესურსები მაქსიმალურად ეფექტიანად გამოიყენოს და ბუნება იმგვარად გარდაქმნას, რომ საბოლოო ჯამში, სულ მცირე, ადამიანებისთვის საგრძნობი ზიანი არ მიადგეს და, მეტწილად, გაუმჯობესდეს კიდეც.

მეწარმეთა სიმრავლე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის. რიგით ადამიანების მოთხოვნები უფრო ფართოდ და უფრო ხარისხიანად დაკმაყოფილდება, როდესაც საკუთარი სარგებლის გაზრდის მოქმედი ადამიანები, სულ უფრო მეტად და მეტად შეეცდებიან იაზროვნონ და იმოქმედონ როგორც მეწარმეები.

მოწოდება

იაზროვნეთ და იმოქმედეთ, როგორც მეწარმემ!