საქართველო ეკონომიკა გლობალური ეკონომიკის ნაწილია, ნებისმიერი ქართული ბიზნესი გლობალურ კონკურენციაში მონაწილეობს. მაგალითად, ქართული ბორჯომი იყიდება მრავალი ქვეყნის სუპერმარკეტში, ხოლო საქართველოს სუპერმარკეტებში ადვილად იპოვი ფრანგულ ყველს, ანუ ქართველი მწარმოებელი კონკურნციაშია, ყველა შემთხვევაში, ქართველ და უცხოელ მწარმეობლებთანაც. შესაბამისად, მომხმარებელს საქართველოშიც და უცხოეთშიც შეუძლია აირჩიოს მისთვის სასურველი ადგილობრივი ან უცხოური პროდუქცია.

რა უნდა ვიცოდეთ

ბიზნესის ნებისმიერ სფეროში არსებობენ კონკურენტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომელთაც თავიანთი კონკურენტული უპირატესობა ან სისუსტე გააჩნია. ზოგი ქვეყნის ბიზნესი შესაძლებელია უკეთეს ან უფრო იაფ პროდუქციას აწარმოებდეს, მაგრამ მაგრამ შორს იყოს და ტრანსპორტირების ხარჯი მაღალი ჰქონდეს. მომხმარებლები სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავდებიან გემოვნებით და მსყიდველუნარიანობით.

რატომ არის მნიშვნელოვანი ეს ცოდნა?

ბიზნესის კეთებისას უამრავი კონკურენტი გეყოლება და მათ გარკვეული უპირატესობები და სისუსტეები გააჩნიათ. ბაზარზე არსებული ფასები გეუბნება გიღირს თუ არა ამა თუ იმ პროდუქციის მიწოდება, იმის გათვალისწინებით რა გიჯდება ეს პროდუქცია და რა მოგებას მიიღებ ამ საქმიანობიდან.

მაგალითად, საკვები პროდუქტის მიწოდება ტრანსპორტირების სპეციფიკურ პირობებს საჭიროებს და შესაბამისად, რაც მეტ მანძილზე გადაადგილდება მით უფრო ძვირი ჯდება. ეს შეიძლება უპირატესობას აძლევდეს ადგილობრივ მწარმოებელს. თუმცა, ადგილობრივ მწარმოებელს შეძლება უფრო ძვირი უჯდებოდეს წარმოება მცირე მოცულობის, მოძველებული ტექნოლოგიების, მუშა-ხელის დაბალი კვალიფიკაციის ან სხვა მიზეზების გამო.

მაგალითად ბავშვის სათამაშოების ბიზნესში დომინირებს ჩინეთი, - სათამაშოს საქართველოში დამზადების შემთხვევაში სატრანსპორტო დანახარჯი ნაკლები იქნება, მაგრამ ჩინეთში წარმოების უპირატესობა დამზადების დაბალ დანახარჯებში იქნება. ამას მუშა-ხელის, ჩვენთან შედარებით, მაღალი პროდუქტიულობა და წარმოების დიდი მოცულობა განაპირობებს.