სილაბუსი

ეკონომიკა შეისწავლის რეალურ სამყაროს, რომელიც ჯადოსნურისგან იმით განსხვავდება, რომ აქ ყოველ ნაბიჯზე არსებობს რაღაცის უკმარისობა. რესურსების უკმარისობა ეკონომიკის უმთავრესი პრობლემაა.
ადამიანების სურვილები, რესურსებისგან განსხვავებით, შეუზღუდავია. ეკონომიკური აზროვნება გულისხმობს, აირჩიო შეუზღუდავი სურვილებიდან ყველაზე ღირებული. ყოველდღიურ ცხოვრებაში გაკეთებული ყოველი ასეთი არჩევანი ეკონომიკური აქტივობაა.
ეკონომიკის ამოცანაა, გადაწყვიტოს, როგორ გამოიყენოს შეზღუდული რესურსები შეუზღუდავი სურვილების დასაკმაყოფილებლად.

რა არის ეკონომიკა? რატომ არის ასე რთული გქონდეს ყველაფერი, როცა გინდა, რომ გქონდეს? რატომ არის შეუძლებელი ერთდროულად დაესწრო ბალეტის, ფეხბურთის, ჭადრაკის გაკვეთილებს, შეუერთდე ცხოველთა დამცველ ნორვეგიელ მოხალისეებს და ამავე დროს რესაქტორობდე სკოლის გაზეთს? რატომ გიწევს არჩევანის გაკეთება დღევანდელ კინოსა და პოპკორნ და ხვალინდელ ლეპტოპს შორის? ისეთ სამყაროში, სადაც ყველა სურვილი სრულდება, ეკონომიკა საჭირო არ იქნებოდა. ჯადოსნური ჯოხი, შოკოლადის უნაპირო მდინარეები და დაუღალავი სუპერგმირები მხოლოდ ზღაპრებში არსებობენ.

შინაარსი ხელმისაწვდომია მხოლოდ რეგისტრირებული მომხმარებლებისათვის. სანახავად გთხოვთ   დარეგისტრირდეთ  ან   შეხვიდეთ სისტემაში (არსებული მომხმარებელი)