სილაბუსი

ეკონომიკის ბირთვია ლოგიკა და არა გრაფიკები და ფორმულები. ეკონომიკა  ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია და მასზე ფიქრი ნებისმიერ ადამიანს უწევს.
ეკონომიკის ამოცანაა, დაეხმაროს ადამიანებს დასახული მიზნის მისაღწევად მაქსიმალურად სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. ეკონომიკის ცოდნა საშუალებას გაძლევს სხვადასხვა გარემოებებში ადამიანის ქცევაზე დაკვირვებით გაიგო, როგორ მიაღწიო მიზანს ყველაზე ეფექტიანად, შენს ხელთ არსებული შეზღუდული რესურსებით. ეკონომიკის ძირითადი პრინციპების ცოდნა საკუთარი თავის, სხვა ადამიანების და გარემომცველი სამყაროს უკეთ შეცნობაში გვეხმარება.

რა რჩევის მიცემა შეუძლია ეკონომისტს აფროსნისთვის? როგორ მოძებნოს ზურგის ქარი და სად მიაგნოს უძლიერეს დინებას? როგორ დაიჭიროს სასურველი ნაკადი და გაიმარჯვოს აფროსანთა შეჯიბრებაში? რა ფერის აფრა მოუტანს წარმატებას? როგორ შეიძლება გახდეს პროფესიონალი აფროსანი, მერე კი საკუთარი დანაზოგით სიბერეში კომფორტულად იცხოვროს? ან იქნებ დღის ჰამაკში გატარება და ბროწეულის წვენის დალევა ურჩიოს? ან იქნებ უმჯობესია ურჩიოს, რომ ბავშვები უფასოდ ავარჯიშოს? და რა მოხდება, თუკი აფროსანი სპორტული ჟურნალის ყდაზე გამოჩნდება? როგორ იმოქმედებს ეს მის კარიერაზე? როგორ ფიქრობთ, ამ კითხვებიდან რომლებზე შეუძლია ეკონომისტს პასუხის გაცემა? 

შინაარსი ხელმისაწვდომია მხოლოდ რეგისტრირებული მომხმარებლებისათვის. სანახავად გთხოვთ   დარეგისტრირდეთ  ან   შეხვიდეთ სისტემაში (არსებული მომხმარებელი)