საზოგადოებრივი პარკი თუ საზოგადოებრივი რესტორანი? რატომ არ არის გორში კინოთეატრი? იმიტომ, რომ ბიზნესისთვის არ არის მომგებიანი, არ არიან საკმარისი კლიენტები. რატომაა, რომ მეტი და მეტი საშაურმე იხსნება? – იმიტომ, რომ სულ უფრო მეტ მყიდველს უნდა შაურმის შეძენა. რატომაა ბაზარზე სულ უფრო ნაკლები ანალოგური კამერა? (რედაქტორის შენიშვნა: იხილეთ ლექსიკონში განმარტება: ანალოგური ელექტრონიკა) – იმიტომ, რომ ნაკლები ხალხი ყიდულობს მას.
ბიზნესსაქმიანობაზე მყიდველის სურვილი ზემოქმედებს. სწორედ მყიდველის მოთხოვნის მიხედვით საზღვრავს მეწარმე, თუ რისთვის ღირს გარისკვა და ფულის დაბანდება. ბაზრის მექანიზმი ასეთია: ბიზნესმა შეიძლება მოიგოს მხოლოდ მყიდველის სურვილის დაკმაყოფილების შემთხვევაში. სამთავრობო მექანიზმი სხვაგვარად მოქმედებს. მთავრობა განსაზღვრავს, რომელი საქონელი და მომსახურება უნდა იწარმოოს. მაგრამ ფული, რომელსაც მთავრობა ხარჯავს, იკრიბება გადასახადების გადამხდელებისგან და არა დაკმაყოფილებული მომხმარებლებისგან. ფულის წყარო მთავრობისთვის უზრუნველყოფილია სავალდებულო გადასახადებით. როგორ უნდა გადაწყვიტოს მთავრობამ, რა მომსახურება უნდა გაუწიოს ხალხს?
რატომ გვაქვს საზოგადოებრივი პარკი, მაგრამ არ გვაქვს საზოგადოებრივი რესტორანი?

შინაარსი ხელმისაწვდომია მხოლოდ რეგისტრირებული მომხმარებლებისათვის. სანახავად გთხოვთ   დარეგისტრირდეთ  ან   შეხვიდეთ სისტემაში (არსებული მომხმარებელი)

 

Form by ChronoForms - ChronoEngine.com