სილაბუსი

გაცვლა ადამიანებთა კომფორტის შექმნის მთავარი პირობაა, რომელსაც საფუძვლად შრომის დანაწილების პრინციპი უდევს. შრომის დანაწილების პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ განსხვავებული შესაძლებლობის ინდივიდები ასრულებენ იმ სამუშაოს, რომელიც საუკეთესოდ გამოსდით, შემდეგ შრომის პროდუქტს ერთმანეთს უცვლიან და შედეგად ყველა გაცილებით მეტს იღებს.
იმის კეთება, რაც ყველაზე კარგად გამოგვდის და ჩვენი საქონლისა და მომსახურების გაცვლა სხვა ადამიანებთან უკეთესად ცხოვრების საშუალებას გვაძლევს. იმის გამო, რომ ნებაყოფლობითი გაცვლისას ადამიანი მისთვის სასურველ არჩევანს აკეთებს, შედეგად ყველა უკეთეს მდგომარეობაშია.

გაცვლას ისეა ყველა შეჩვეული, ვერც ამჩნევენ. დღეს, პირველად რა დროს გააკეთე გაცვლა? როცა გაიღვიძე, სავარაუდოდ, ოთახში შუქი აანთე. ეს დღის პირველი გაცვლა იყო: ფული ელექტროენერგიაზე გაიცვალა. ამ მომენტამდე, როცა ამ აბზაცს კითხულობ, უკვე გააკეთე რამდენიმე გაცვლა: წყალი და გაზი გამოიყენე, ისაუზმე, Wi-Fi გამოიყენე და მობილული ქსელის ოპერატორის სერვისიც, საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავრე.

შინაარსი ხელმისაწვდომია მხოლოდ რეგისტრირებული მომხმარებლებისათვის. სანახავად გთხოვთ   დარეგისტრირდეთ  ან   შეხვიდეთ სისტემაში (არსებული მომხმარებელი)