სილაბუსი

შრომის შედეგების გაცვლამ ადამიანები ფულის გამოყენებამდე მიიყვანა, რადგან ამ გზით ბარტერული გაცვლის პროცესი ძალიან გამარტივდა. ფული გახდა ის, რაზეც გაცვლა ადამიანების უმეტესობას სურდა და თავად ეს „ფული“ ადვილად იცვლებოდა სხვა ნებისმიერ ნივთზე.
სინამდვილეში თავად ფული არავის სჭირდება. ადამიანებს სჭირდებათ საქონელი და მომსახურება, რომლებიც შეიძლება ფულით იყიდო. თუ ფულით ვერაფერს იყიდი, მაშინ მისი გამოყენების შესაძლებლობა ძალიან შეზღუდული იქნება.
ფულის ღირებულება განისაზღვრება არა რიცხვებით, არამედ იმით, თუ რისი ყიდვაა მისით შესაძლებელი.

100,000,000,000,000 დოლარი ბევრი ფულია? ასი ტრილიონი ბევრია თუ ის აშშ დოლარია. მაგრამ სხვა ქვეყნებიც იყენებენ დოლარს, როგორც საკუთარი ვალუტის სახელწოდებას. ზიმბაბვეს აქვს ზიმბაბვური დოლარი. იქ ერთი ცალი კვერცხის საყიდლად 100 ტრილიონი დოლარი დაგჭირდება. ამის მიზეზია ფულის გამუდმებული ბეჭდვა, რაც მის ღირებულებას ამცირებს. ასე რომ, ფულის ღირებულება განისაზღვრება არა მასზე გამოსახული რიცხვით, არამედ იმით, თუ რისი ყიდვა შეგიძლია ამ ფულით.

შინაარსი ხელმისაწვდომია მხოლოდ რეგისტრირებული მომხმარებლებისათვის. სანახავად გთხოვთ   დარეგისტრირდეთ  ან   შეხვიდეთ სისტემაში (არსებული მომხმარებელი)