სილაბუსი

ადამიანები თავიანთი შრომის ნაყოფიერების შესაბამის ფულს გამოიმუშავებენ. თუ დაქირავებულს მის მიერ შექმნილ ღირებულებაზე მეტს გადაუხდით, იზარალებთ. მეტი ფულის გამოსამუშავებლად მეტი ღირებულება უნდა შეიქმნას მომხმარებლებისათვის.
შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების კანონი ჩვეულებრივად მუშაობს.
მომავალ სამუშაოზე ფიქრისას მნიშვნელოვანია მხედველობაში მივიღოთ არა მარტო ის, თუ რისი კეთება გვინდა, არამედ ის, თუ რისი კეთება შეგვიძლია სხვებზე უკეთ და რა უპირატესობა გაქვთ სხვა დაქირავებულებთან შედარებით.

რამდენად ღირებული ხარ? რამდენი გინდა გამოიმუშაო, სწავლას რომ მორჩები? რამდენს გადაუხდიდი დაქირავებულებს, საკუთარი ბიზნესი რომ გქონდეს? რატომაა, რომ ზოგის ხელფასი ექვსციფრიანი რიცხვით გამოისახება, ზოგს კი საკვებისთვის ძლივს ჰყოფნის? ადამიანთა ხელფასები განსხვავდება, რადგან ისინი არ ასრულებენ თანაბარი ღირებულების სამუშაოს, იყენებენ მეტ ან ნაკლებ ტექნოლოგიას თუ ხელსაწყოს ან აქვთ განსაკუთრებული უნარები. ამ თავში ვნახავთ, თუ რატომ იღებს ანდრია სანდროსთან შედარებით 4-ჯერ ნაკლებ ხელფასს, მიუხედავად იმისა, რომ ორივე ერთ ფერმაში მუშაობს მარცვლეულის შეგროვებაზე.

შინაარსი ხელმისაწვდომია მხოლოდ რეგისტრირებული მომხმარებლებისათვის. სანახავად გთხოვთ   დარეგისტრირდეთ  ან   შეხვიდეთ სისტემაში (არსებული მომხმარებელი)