ნებიმიერი ადამიანი ბიზნესს საკუთარი ინტერესის გამო აკეთებს. მაგალითად, მეპურე პურს აცხობს არა იმიტომ, რომ ადამიანები დააპუროს, არამედ იმიტომ, რომ ამ საქმიანობიდან მოგება მიიღოს. თუკი ის ამ საქმიდან მისთვის დამაკმაყოფილებელ მოგებას ვერ მიიღებს, ამ საქმიანობას არ დაიწყებს ან უკვე დაწყებულს თავს დაანებებს.

რა უნდა ვიცოდეთ

არ არსებობს ბიზნესი ინტერესის გარეშე. ნებისმიერი ბიზნესის ინტერესი მაქსიმალური მოგების მიღებაა. მეწარმის წარმატებაც სწორედ მის მიერ განხორციელებული საქმიანობიდან მიღებული მოგების ოდენობით იზომება და არა მიწოდებული პროდუქციის და მომსახურების რაოდენობით ან მრავალფეროვნებით. მოგება არის სხვაობა შემოსვლებსა და ხარჯებს შორის.

რატომ არის მნიშვნელოვანი

მთავარი არის არა ის რომ რაიმე აწარმოო, არამედ აწარმოო ისეთი რამ, რაც მოგებას იძლევა. მოგებას კი ის იძლევა, რაც სხვებისთვის სასარგებლოა. სწორედ ამის გამო, მეწარმეს აქვს მოგება ნიშნავს, რომ ის სხვა ადამიანებისთვის მნიშვნელოვან და საჭირო პროდუქციას ქმნის. თუ სხვებისთვის საჭირო პროდუქციას არ შექმნის, ის გაკოტრდება, რადგან მუშტარი აღარ ეყოლება.