ადამიანებს ერთმანეთისგან განსხვავებული მიდრეკილებები, ცოდნა, გამოცდილება და უნარები გააჩნიათ. ამის გამო მათ აქვთ გარკვეული უპირატესობა, მაგრამ ამას ყოველთვის არ იყენებენ.

რა უნდა ვიცოდეთ

Როცა ერთ ადამიანს რამდენიმე სფეროში აქვს უპირატესობა, მათ შორის ის აირჩევს იმას, რომლიდანაც მეტ მოგებას ელოდება და ამით ის უარს ამბობს დანარჩენ სფეროებზე. Ეს მეორე ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, იმ სფეროში დასაქმდეს, რაზეც პირველმა უარი თქვა. Მეორე ადამიანსთვის ეს არის შედარებითი უპირატესობა. ამ უპირატესობის გამოყენება ორივე მათგანისთვის მაქსიმალური მოგების მიღების შესაძლებლობას იძლევა.

რატომ არის მნიშვნელოვანი

Შედარებითი უპირატესობა შეიძლება ბევრმა სხვადახვა ფაქტორმა შექმნას - დრომ, ვითარებამ, გეოგრაფიულმა მდებარეობამ ან ვითარებამ და ა.შ. Ეს ნიშნავს, რომ მუდმივად უნდა ეძებო რაში გაქვს შედარებითი უპირატესობა და არ შეგეშინდეს სხვისი უპირატესობის.