კონკურენცია არის მეტოქეობა ერთი და იგივე საქონლის, ან მისი შემცვლელის გამყიდველებს შორის, რომ რაც შეიძლება უკეთესი პირობით მიაწოდონ თავისი ნაწარმი მომხმარებელს, რაც ხარიხის ზრდას და ფასის შემცირებას განაპირობებს. თავის მხრივ კონკურენცია არსებობს მომხმარებლებს შორისაც, რაც კონკრეტული პროდუქტის ან მომსახურების ფასის ზრდის შესაძლებლობას იძლევა.

რა უნდა ვიცოდეთ

ბიზნესის საკეთებლად საჭირო რესურსი შეზღუდულია. ასევე შეზღუდულია მყიდველების რაოდენობა და მათი რესურსები. კონკურენციაში არსებული ყველა კომპანია სხვადასხვა მეთოდს იყენებს დანახარჯების შესამცირებლად, რათა სხვებს აჯობოს. ამისთვის: ამცირებს დანახარჯებს, ეწევა სარეკლამო კამპანიას, ეძებს ახალ ბაზრებს, ხვეწს მენეჯმენტს და სხვა.

რატომ არის მნიშვნელოვანი

კონკურენციაში უპირატესობას მოიპოვებს ის კომპანია, რომელიც უფრო ოპტიმალურად გამოიყენებს მის ხელთ არსებულ რესურსებს. ასეთი უპირატესობა საშუალებას მისცემს შეამციროს წარმოების დანახარჯები და აჯობოს კონკურენტებს.
რაღაც შემთხვევაში შეიძლება აღმოჩნდე ერთადერთი გამყიდველი, ანუ არ გყავდეს კონკურენტი. ამან შეიძლება მოგადუნოს და მიგიყვანოს მაღალ დანახარჯებამდე და საბოლოოდ გაკოტრევამდეც კი. მონოპოლური მდგომარეობა ყოველთვის სასარგებლო არ არის ბიზნესისთვის.