(სამეწარმეო რესურსები, საბანკო და სხვა სესხი, დაზღვევა, დაზოგვა და ინვესტიცია)

როდესაც ბიზნესის დაწყებას გადაწყვეტ, პირველი საჭიროება, რომლის წინაშეც აღმოჩნდები არის საჭირო რესურსების მობილიზება. შესაბამისად ჩნდება უამრავი კითხვა, რომელსაც საკუთარ თავს დაუსვამ: რა რესურსები გჭირდება და რა რაოდენობით? რისი ჩადება შეგიძლია თავად საქმეში და რამდენი უნდა მოიზიდო? ასევე უმნიშვნელოვანესი საკითხია თუ როგორ უნდა მოიზიდო აღნიშნული რესურსები.

მატერიალური რესურსები უამრავია და ბიზნესის შინაარსის მიხედვით თავად უნდა განსაზღვრო რომელი მათგანი გჭირდება და რა რაოდენობით, იქნება ეს ელემენტალური ნივთები (მაგალთად როგორიცაა საოფისე ინვენტარი) თუ წარმოების დანადგარები. როგორც წინა თავში ავღნიშნეთ, ამის განსაზღვრაში სწორედ დეტალური ბიზნესგემა გვეხმარება.

ცხადია, ის რაც არ გაქვს შესაძენია და ამისთვის საჭიროა ფინანსური რესურსების მობილიზება.

რა უნდა ვიცოდეთ

სესხად ასაღები ფული ისეთივე პროდუქტია როგორც მაღაზიაში დადებული საქონელი. ყველა გამსესხებელს სჭირდება კლიენტები, ისევე როგორც ნებისმიერ ბიზნესს, მაგრამ ამ შემთხვევაში ჯერ პროდუქტს (გასასესხებელ ფულს) იძლევიან, ხოლო მის საფასურს (თავნი + სარგებელი) მოგვიანებით იღებენ. ამიტომაც ეს რისკიანი საქმეა და მას თავისი ფასი (ღირებულება) აქვს. ეს ფასი, როგორც წესი, გამოიხატება ინტერესის განაკვეთში. ფინანსური რესურსები შეიძლება მოიზიდო ინდივიდუალური ინვესტორებისგან ან/და ფინანსური ორგანიზაციებისგან (ბანკები, საკრედიტო დაწესებულებები). ინტერესის განაკვეთი შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს, მაგალითად ვინმემ შეიძლება ფული გასესხოს და ამისთვის გარკვეული ნამატით (%) დაბრუნება მოგთხოვოს, ან შეიძლება თანხის სანაცვლოდ მოითხოვონ გარკვეული წილი შენი ბიზნესის მოგებიდან. ან შეიძლება ადგილი ქონდეს სხვა სახის შეთანხმებას.
მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ფულს ტყულად არავინ გასესხებს. შესაბამისად, გამსესხებელს სჭირდება გარანტია, რომ ფულის დაბრუნება შეგიძლია. სწორედ ამიტომ, საფინანსო ორგანიზაციები ზედმიწევნით სწავლობენ ბიზნეს გეგმებს და აცნობიერებენ შენი ბიზნესის რისკებს, ხშირ შემთხვევაში თავად მეწარმეებზე უკეთესადაც კი. ისინი თანხას აძლევენ შენს ბიზნესს და არა შენ და თანაც საკმაოდ მყარი გარანტიების სანაცვლოდ.

ინვესტიცია ეს არის კაპიტალის დაბანდება გარკვეულ პროექტში, რომელის მიზანია მოგების მიღება. ინვესტიცია შეიძლება განახორიელო როგორც საკუთარ საქმეში, მისი წამოწყების და/ან გაფართოების მიზნით, ან უკვე არსებულ ბიზნესში ამ ბიზნესის წილის შესყიდვის გზით.
ინვესტირება იცავს კაპიტალს გაუფასურებისგანაც და ის არის გარკვეული სახის პასიური შემოსავალი. ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს სხვადასხვა სახის ინვესტირება — აქციებში, ქონებაში, ცოდნაში და სხვა.
რათქმაუნდა ინვესტირებისას არსებობს გარკვეული რისკები, რაც მისი უარყოფითი მხარეა, თუმცა, არც იმდენად უარყოფითი, რომ მისი მნიშველობა გააბათილოს.

ინვესტიციას უმეტესად იმ მიზეზით არ ახორციელებენ, რომ ამბობენ არ აქვთ საკმარისი ფული, რაც უმეტეს შემთხვევში ილუზიაა. ფინანსების სწორი მართვით სინამდილეში იმაზე მეტის შესაძლებლობა გაქვს, ვიდრე გგონია. მთავარია, წინასწარ კარგად დაგეგმო რა არის პრიორიტეტული და რა მეორეხარისხოვანი. მსგავსი მიდგომა რესურსების (ფულის) დაზოგვაში დაგეხმარება. დაზოგვა მნიშვნელოვანია საკუთარი ბიზნესის გასაფართოებლად და განსავითარებლადაც, რაც რეინვესტიციის საშუალებას გაძლევს. ზედმეტი, არარელევანტური ხარჯების თავიდან აცილება და რესურსების დაზოგვა მოგებიდან მიღებული თანხის მობილიზებაში გვეხმარება.

ზარალის და დიდი ფინანსური დანაკარგების თავიდან ასაცილებლად ზიგიერთი ბიზნესი თავისი საქმიანობის დზღვევას ცდილობს. ეს გონივრული ნაბიჯია, რაც კომპანიის სტაბლურ განვითარებასაც უწყობს ხელს და ინვესტორებისთვისაც მიმზიდველია. თუმცა აქვე ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ თავის მხრივ, სადაზღვეო კომპანიებიც რისკების ანალიზს ახდენენ და სადზღვევო პაკეტებიც შეაბამისი თანხა ღირს.

 რატომ არის მნიშვნელოვანი

ბიზნესის კეთების დროს მნიშვნელოვანია იცოდე როგორ აფასებენ ფულის გამსესხებლები (ინვესტორი, ბანკი და ა.შ.) ფულის გაცემის შესაძლებლობას და პირობებს. როგორც უკვე ვთქვით, მათი მიდგომა პირდაპირ კავშირშია ბიზნესის გადახდისუნარიანობასთან, ანუ რამდენად წარმატებულია ეს ბიზნესი.

ანუ, გამსესხებელს აინტერესებს რა გზით აპირებ აღებული სესხის დაბრუნებას და რას სთავაზობ გარანტიად? ასევე ნიშვნელოვანია კარგად დაასაბუთო თუ რა არის სესხის დაფარვისთვის თქვენი ალტერნატიული წყარო. ამის შემდეგ გამსესხებელი ფიქრობს რა ინტერესის განაკვეთით (ანუ რა ფასად) გასესხოთ ფული და რა ვადით. ლოგიკურია, რომ რაც უფრო მაღალი რისკისაა ბიზნესი მით უფრო მაღალია ინტერესის განაკვეთი.
თითოეულ ფინანსურ ორგანიზაციას განსხვავებული ფინანსური პროდუქტი გააჩნია, რომელიც ამ რისკების ანალიზს შეესაბამება და თანაც მყიდველის (მსესხებლის) მიზიდვასაც ითვალისწინებს. იმის გაანალიზება თუ ვისი ფული ისესხოს და რა პირობით მსესხებლის ინტერესებშიც შედის და ბიზნესის გეგმაში გაწერილი დეტალების შესაბამისად უნდა ხდებოდეს ყველაზე მისაღები სესხის აღება. ანუ ყოველთვს უნდა გაითვალისწინო როგორი ინტერესის გადახდა გაწყობს, რა ვადებში, როგორი სანქცია უფრო მისაღებია დროებითი ჩავარდნის შემთხვევაში და ა.შ. ამ საქმეს შენს სასარგებლოდ შენს გარდა არავინ გააკეთებს.

გამსეხებლები და ინვესტორები სწორედ ისევე, ხშირად უფრო მკაცრადაც აფასებენ შენი საქმიანობის დაფინანსების შესაძლებლობას, როგორც შენ საკუთარი რესურსებით ინვესტირებას რამე საქმეში. განა თქვენ სიხარულით ჩადებთ ფულს ყოველგვარი ინტერესის გარეშე ისეთ წამოწყებაში რომლის მომავალიც ბუნდოვანი და ძალზედ სარისკოა?!