Როგორც კი რაიმე მნიშვნელოვანი ბიზნესის კეთებას დაიწყებ, მაშინვე დაგიდგება დღის წესრიგში სახელმწიფო სისტემასთან ურთიერთობის საკითხი. Ეს ერთ-ერთი ყველაზე სერიოზულად გასათვალისწინებელი საკითხია რამდენიმე მიმართულებით. Ერთ-ერთია გადასახადების საკითხი. ზოგიერთი გადასახადი ეხება ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, ხოლო ზოგიერთი დამოკიდებულია კომპანიის იურიდიულ ფორმაზე, ზოგიც კონკრეტულ საქონელზე. Მაგალითად, მოგების გადასახადი ეხება მხოლოდ იურიდიულ პირად დარეგისტრირებულ მეწარმე სუბიექტს, ხოლო აქციზი ეხება მთავრობის მიერ განსაზღვრულ ზოგიერთ საქონელს: ბენზინი, დიზელი, სიგარეტი, ალკოჰოლური საქონელი და სხვა.