Ბევრი ადამიანი მიჩნევს, რომ სახელმწიფოს მხრიდან აქტიური დახმარებით შესაძლებელია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დაჩქარება. Სინამდვილეში ასეთი დახმარება შეიძლება სასარგებლო იყოს კონკრეტულად იმ პირებისათვის, რომლებზეც მოხდა დახმარების გაცემა-სუბსიდირება, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ის სუბსიდირებაში დახარჯული თანხა ამოღებულია ეკონომიკიდან, თან სწორედ იმათგან, ვინც მოახერხა თავის ხელთ არსებული რესურსების ოპტიმალურად გამოყენება და წარმატებული ეკონომიკური აქტივობის განხორციელება. Სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ერთს თუ წაართმევ და მეორეს მისცემ, ამით საერთო კეთილდღეობა არ გაიზრდება. Გარდა ამისა, ცნობილია, რომ საბაზრო ეკონომიკის უმთავრესი მამოძრავებელი არის კონკურენცია. Როგორც კი ბაზარზე ჩნდებიან არა საკუთარი ძალისხმევით, არამედ სუბსიდირებით წამოწეული პირები, ირღვევა კონკურენციის წესი და ყველა მოქმედ ეკონომიკურ სუბიექტს უჩნდება სტიმული თავადაც მოიპოვოს სუბსიდია, ნაცვლად იმისა, რომ საქმის უკეთ კეთებაზე იფიქროს და თუ ამას ვერ ახერხებენ, გადიან ბაზრიდან. Ეკონომიკური სუბიექტის ბაზრიდან გასვლა სრულიად ნორმალური მოვლენაა, თუკი ის ვერ ახერხებს აჯობოს კონკურენტებს, მაგრამ არა დასუბსიდირებული კონკურენტების შემთხვევაში.

რა უნდა ვიცოდეთ

Თუ მთავრობამ დღეს შენ დაგასუბსიდირა, შემდეგმა შეიძლება შენი კონკურენტი დააფინანსოს, შენ კი ანგარიში მოგთხოვოს მიღებულ თანხებზე და ვალი დაგადოს (სწორად ან არასწორად), რომ არასწორად გახარჯე მიღებული თანხები. Ასეთი სისტემა ასტიმულირებს სახელმწიფო მოხელეების მიდრეკილებას Კორუფციისაკენ, ისინი დაასუბსიდირებენ იმას, საიდანაც მეტ სარგებელს მიიღებენ, მატერიალურს თუ არამატერიალურს.

Აქვე განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი:

Მაგალითი1. Რეგულაციების თავის მაგალითი3-ში ნახსენებ რეგულაციებს მხარი დაუჭირეს ბანკებმა.
Კითხვა: რატომ დაუჭირეს ამ რეგულაციას მხარი ბანკებმა?

Მაგალითი2. Კომპანია ა-მ გადაწყვიტა ისეთი საქმიანობის წამოწყება, რასაც დიდი ხანია ახორციელებდა კომპანია ბ. Რადგან ა იყო დამწყები ბიზნესი, მან მიმართა სსიპ-ს “აწარმოე საქართველოში” და მოახერხა მიეღო დაფინანსება, რითაც შეიძინა წარმოებისთვის საჭირო დანადგარები. Შესაბამისად, მის მიერ წარმოებაზე გაწეული დანახარჯები გამოვიდა ნაკლები, ვიდრე ჰქონდა კომპანია ბ-ს.
Კითხვა: როგორ უნდა მოახერხოს კომპანია ბ-მ პოზიციის შენარჩუნება ასეთ გარემოში?

Მაგალითი3. Გასულ რამდენიმე წელიწადში მთავრობამ რამდენიმე მილიარდის სუბსიდირება გააკეთა სოფლის მეურნეობაში.
Კითხვა: რა სარგებელი მიიღო ამით იმ ხალხმა, ვისგან ამოღებული გადასახადებითაც განხორციელდა ეს სუბსიდირება?

 

რატომ არის მნიშვნელოვანი

თუ მიეჩვევი სუბსიდირებას, გაგიჭირდება რეალური კონკურენციის გაწევა ჯანმრთელ კონკურენტულ გარემოში. Მაგრამ ასევე გასათვალისწინებელია, რომ გაგიჭირდება კონკურენცია გაუწიოთ კომპანიას, რომელიც გამუდმებით იღებს სუბსიდიებს ბიუჯეტიდან, თუ თავადაც არ მოძებნი დაფინანსების რაიმე წყაროს. Ერთისთვის პრივილეგიის მიცემა ნიშნავს მეორისთვის პირობების გაუარესებას.