მოგების მიღების მიზნით ადამიანი შეიძლება ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში საქმიანობდეს, მაგ. მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, ვაჭრობა, მომსახურება და ა.შ. საქმიანობის სფეროს არჩევა და იქ სამეწარმეო საქმიანობის წამოწყება დამოკიდებულია სხვადასხვა გარემოებებზე, მათ შორის - პირად უნარებზე, ეკონომიკის სფეროს ცოდნაზე, ფინანსურ რესურსის მოძიების შესაძლებლობებზე, კონკურენციაზე, ბაზარზე არსებულ მოთხოვნაზე, ინფორმაციის მოძიებაზე და სხვა.
რა უნდა ვიცოდეთ?
სამეწარმეო საქმიანობის მრავალი სფერო არსებობს, რომელიც შეიძლება ასე დავაჯგუფოთ:
წარმოება - აგრარული პროდუქტები, სურსათი, პირადი მოხმარების პროდუქტები, მშენებლობა, ავტომობილები, საოჯახო ტექნიკა და სხვა.
ვაჭრობა - ყიდვა და გაყიდვა („ერთ ადგილას ყიდვა მეორე ადგილას გაყიდვა“.)
მომსახურება - საბანკო, დაზღვევის, სარესტორნო, ტურისტული, სასტუმრო , საკონსულტაციო და სხვა.
რატომ არის მნიშვნელოვანი ეს ცოდნა?
რაიმე საქმის კეთებისთვის, მნიშვნელოვანია სწორად აარჩიო შენთვის შესაფერისი საქმიანობის სფერო მრავალი განსხვავებული მიმართულებიდან. სწორედ ამ დროს უნდა გაითვალისწინო როგორც საკუთარი შესაძლებლობები, ისე ბაზარზე არსებული მდგომარეობა.
მაგალითად, სმართფონების ეკრანი ხშირად ზიანდება, ამიტომ ბევრმა ბიზნესმენმა გადაწყვიტა ხალხისთვის ეკრანის დამცავის შეეთავაზებინა. ამისთვის მათ მრავალი მცდელობა დასჭირდებოდათ, რათა აღმოეჩინათ შესაბამისი მასალა კლიენტისთვის მისაღებ ფასებში დამცავის დასამზადებლად.