სილაბუსი

ნებისმიერი მართვის მოდელის პირობებში გაცხადებულ მიზანს კეთილდღეობის მიღწევა წარმოადგენს. განსხვავებულია ინსტიტუტები ამ მიზნის მისაღწევად.
სხვადასხვა ეკონომიკური შეხედულებები ძირითადად იმით განსხვავდება, რომ ეკონომიკაში მთავრობის სხვადასხვა დოზით ჩარევას უჭერენ მხარს. სხვადასხვა ეკონომიკურ სისტემებს სხვადასხვა პასუხები აქვთ კითხვებზე: ვინ წყვეტს, რა იწარმოოს, როგორ იწარმოოს, ვისთვის იწარმოოს. ეს არის ეკონომიკის პრინციპული კითხვები.

სჭირდება თუ არა ეკონომიკას მართვა? შესაძლოა მედიაში მოსმენილი გქონდეთ დებატები, სადაც ეკონომისტები კეთილდღეობისა და წარმატების მისაღწევ სხვადასხვა გზებზე კამათობენ. ეს ნიშნავს, რომ მიზანი არის იგივე, ხოლო ინსტრუმენტები – სხვადასხვა. ზოგის აზრით, მთავრობამ უნდა დაადგინოს მინიმალური ხელფასის ოდენობა, სხვები კი ფიქრობენ, რომ ასეთი რეგულირება არ უნდა არსებობდეს. ზოგი მოითხოვს, წახალისდეს მეტი მოხმარება, ზოგი გვირჩევს დაზოგვას. ზოგი ამბობს, რომ საქართველოსთვის ევროს ან დოლარის, ან ოქროს სტანდარტის, ან სულაც კრიპტოვალუტის შემოღება კარგი იქნებოდა, ზოგიც ფიქრობს, რომ ეს ჩვენი დაღუპვა იქნება.
რატომ განსხვავდება ეკონომისტთა აზრები ასე ძალიან? სხვადასხვა სასკოლო განათლება აქვთ? სხვადასხვა ეკონომიკას სწავლობდნენ? რა განაპირობებს ეკონომიკური აზრის ასეთ განსხვავებულობას და ვინ არის მართალი?

შინაარსი ხელმისაწვდომია მხოლოდ რეგისტრირებული მომხმარებლებისათვის. სანახავად გთხოვთ   დარეგისტრირდეთ  ან   შეხვიდეთ სისტემაში (არსებული მომხმარებელი)