სილაბუსი

პირადი ბიუჯეტის მსგავსად, სახელმწიფო ბიუჯეტში ყველაფრისთვის საკმარისი ფული არასდროსაა. სახელმწიფო გეგმავს ბიუჯეტიდან დასახარჯავ სახსრებს, რომლებიც მიმართულია სხვადასხვა სფეროზე — ჯანდაცვა, განათლება, თავდაცვა, გარემოს დაცვა და სხვა. თუ ბიუჯეტის შემოსავლები არ იზრდება, მაშინ ერთი სფეროსთვის გამოყოფილი ხარჯების გაზრდა იწვევს სხვა სფეროებისთვის ხარჯების შემცირებას.
ისევე, როგორც პირად ბიუჯეტში, სახელმწიფო ბიუჯეტიდანაც შეიძლება დაიხარჯოს იმაზე მეტი ან ნაკლები ფული, ვიდრე ამ ბიუჯეტითაა დამტკიცებული.
მაშინ, როდესაც სახელმწიფო ხარჯავს იმაზე მეტს ვიდრე შემოსავალი აქვს, იძულებულია ფული ისესხოს, რომელიც მოსახლეობის მიერ გამომუშავებული ფულით უნდა დაიფაროს.

შესაძლებელია სახელმწიფო ბიუჯეტი დარჩეს უფულოდ? სახელმწიფო ბიუჯეტი ფულის გიგანტურ ქვაბს წარმოადგენს, სადაც გროვდება გადასახადები და საიდანაც ხდება საზოგადოებრივი მოხმარების საქონლისთვის გადახდა. პირადი ან ოჯახური ბიუჯეტის მსგავსად, სახელმწიფო ბიუჯეტიც შეზღუდულია და იქ ყველაფრისთვის საკმარისი ფული არასოდეს არის; შესაბამისად, იგი შეიძლება ფულისგან დაიცალოს კიდეც. თუ საგადასახადო შემოსავლები უცვლელი დარჩება და იმავდროულად მეტი დაიხარჯება განათლებაზე ან რამე სხვაზე, საჭირო გახდება სხვა რომელიმე სფეროს დაფინანსების შემცირება. რომელ სფეროზე ხარჯავს საქართველო თავისი ფულის უმეტეს ნაწილს?

შინაარსი ხელმისაწვდომია მხოლოდ რეგისტრირებული მომხმარებლებისათვის. სანახავად გთხოვთ   დარეგისტრირდეთ  ან   შეხვიდეთ სისტემაში (არსებული მომხმარებელი)