სილაბუსი

კერძო საკუთრება და ინდივიდებს შორის თავისუფალი გაცვლითი ურთიერთობები რესურსების სწორად და მაქსიმალურად ეფექტიანად განაწილების შესაძლებლობას იძლევა. ადამიანები ყველაზე ოპტიმალურ გადაწყვეტილებას იმ შემთხვევაში იღებენ, თუკი აქვთ საშუალება თავად შეარჩიონ საკუთარი შესაძლებლობებისა და სურვილების გათვალისწინებით ყველაზე მისაღები ვარიანტი. ქვეყნების ისტორიული და კულტურული წარსული გვიჩვენებს, რომ ადამიანებს კერძო საკუთრება აძლევს სტიმულს ჩადონ ინვესტიცია ისეთ საქმეში, რომელსაც არ შეეჭიდებოდნენ საკუთრების უფლების არქონის შემთხვევაში.

ის, ვინც შვეიცარიაში ღარიბად მიიჩნევა, ნიგერიაში მდიდრად ჩაითვლება. რატომ არიან ნიგერიელები მეტწილად უფრო ღარიბები, ვიდრე შვეიცარიელები? ბუნებრივი რესურსებით უფრო მდიდარ ქვეყნებში ადამიანები უკეთესად ცხოვრობენ? რატომაა, რომ ზოგი ადამიანი საკუთარი თვითმფრინავისა და ზღვისპირა აგარაკის არქონას განიცდის, ხოლო ზოგი ლუკმაპურს ნატრობს? რა განაპირობებს ასეთ განსხვავებას და რატომ ახერხებს ზოგიერთი, სხვებთან შედარებით, უკეთ დაიკმაყოფილოს სურვილები? რა განსხვავებაა აბსოლუტურ და შედარებით სიღარიბეს შორის? შესაძლებელია თუ არა სიღარიბის აღმოფხვრა?

შინაარსი ხელმისაწვდომია მხოლოდ რეგისტრირებული მომხმარებლებისათვის. სანახავად გთხოვთ   დარეგისტრირდეთ  ან   შეხვიდეთ სისტემაში (არსებული მომხმარებელი)