სილაბუსი

ბიზნესმა ადამიანების წარმოუდგენლად დიდ რაოდენობას გაუფართოვა ფინანსური დამოუკიდებლობა და საქონლისა და მომსახურების არჩევანი. ამ შედეგის მთავარი წინაპირობა ის გარემოება იყო, რომ კერძო საკუთრებაზე და შრომის დანაწილებაზე დაფუძნებული ურთიერთობების განვითარების შედეგად ბიზნესში ჩართვა საშუალება, სურვილის შემთხვევაში, სულ უფრო მეტსა და მეტ ყველა ადამიანს მისცა, განურჩევლად წარმოშობის, რასობრივი, სქესობრივი, რელიგიური და ეთნიკური კუთვნილებისა.

ბიზნესის საკვანძო ფიგურა ინვესტორია. სწორედ ის მიმართავს ფულსა და ქონებას ყველაზე მოგებიანი წამომწყებებისკენ.

ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გახდეს ინვესტორი, თუმცა ამისთვის გარკვეული უნარ-ჩვევების გამომუშავება დაჭირდება. უპირველს ყოვლისა, ინვესტორად რომ იქცეს, ფინანსური წარმატებისა და დამოუკიდებლობის გზას დაადგეს, ადამიანმა აქტივებისა და პასივების შესახებ ინვესტორის თვალსაზრისის გაზიარება უნდა შეძლოს და შედეგად, მის შემოსავლები პასიური შემოსავლების ახალ-ახალი ნაკადებით შეავსოს.

რა დამსახურება აქვს ბიზნესს?
ვინ არიან ინვესტორი?
რა არის აქტივი და პასივი ინვესტორის თვალსაზრისით?
როგორია ფინანსური დამოუკიდებლობის მიღწევის გზა?

 

ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში ბიზნესის წვლილი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც განათლების, მეცნიერებისა და ხელოვნების. ბიზნესმა შექმნა სიმდიდრე, რამაც ადამიანების წარმოუდგენლად დიდი რაოდენობა გახადა ფინანსურად დამოუკიდებელი და უზომოდ გააფართოვა საქონლისა და მომსახურების არჩევანი. ამავდროულად, სწორედ ბიზნესის მიერ შექმნილმა კეთილდღეობამ შეუწყო ხელი მრავალსაუკუნოვანი კლასობრივი, რასობრივი, სქესობრივი, რელიგიური და ეთნიკური ბარიერების ნგრევას. შედეგად, გაიზარდა ინდივიდუალური თავისუფლების სივრცე.

შინაარსი ხელმისაწვდომია მხოლოდ რეგისტრირებული მომხმარებლებისათვის. სანახავად გთხოვთ   დარეგისტრირდეთ  ან   შეხვიდეთ სისტემაში (არსებული მომხმარებელი)