ფასი არის ფულში გამოხატული საქონლის ის ღირებულება, რაზეც მყიდველი და გამყიდველი თანხმდებიან. Ამასთან, ფასი ატარებს ინფორმაციას, რომელიც გვეუბნება დაახლოებით რამდენს გადაიხდიან კონკრეტულ ნივთში მყიდველები დროის გარკვეულ მონაკვეთში.
რა უნდა ვიცოდეთ
გარდა იმისა რომ ფასი არის მყიდველ-გამყიდველს შორის შეთანხმების შედეგი, მას ძალიან მნიშვნელოვანი საინფორმაციო როლი აქვს. ფასი წარმოადგენს სიგნალს მწარმოებლებისთვის ღირს თუ არა რაიმე კონკრეტული პროდუქციის მიწოდება. Მყიდველებს კი ფასი ეუბნება, უღირთ თუ არა მათ კონკრეტულ დროის მონაკვეთში ამ საქონლის შეძენა.
რატომ არის მნიშვნელოვანი
ფასი სიგნალი კონკრეტული ინფორმაციის მატარებელია. თუკი რაიმე პროდუქტი კონკრეტულ ფასად კარგად იყიდება, ეს იმას ნიშნავს, შესაძლებელია როგორც მისი ფასის, ისე მიწოდების რაოდენობის გაზრდაც. Და პირიქით, თუ საქონელი ამ ფასად არ იყიდება, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი ფასი ან მიწოდება უნდა შეამცირო.
ასევე, უნდა იცოდე, რომ მყიდველი, ფასიდან მიღებული სიგნალის გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას, იყიდოს აღნიშნული პროდუქტი, გადაიფიქროს მისი შეზენა თუ მოძებნოს მისი შემცვლელი.
მაგალითად: თუ აფთიაქში შესულ მყიდველს ორიგინალი წამალი გაძვირებული დახვდება, შეიძლება იფიქროს მისი შემცვლელის შეძენაზე.