ადამიანს ყოველთვის სუბიექტური შეხედულებები აქვს, ნებისმიერი სხვისი შეხედულებისგან განსხვავებული. ნებისმიერ ორ ადამიანს (თუნდაც ძმებს), შიძლება მრავალ მოვლენაზე, ადამიანზე ან საგანზე მსგავსი შეხედულება ჰქონდეთ, მაგრამ სრულიად განსხვავებული რომელიმე სხვაზე.
რა უნდა ვიცოდეთ
არის თეორია და ხშირად ასე ფიქრობენ, რომ რაიმე საგნის ფასი მის შექმნაზე დახარჯული რესურსების ჯამური ღირებულებაა. სინამდვილეში, ფასი ბაზარზე დგინდება და მხოლოდ მომხმარებელთა მოთხოვნილებაზეა დამოკიდებული - მათ განწყობაზე, გემოვნებაზე, შესაძლეობებზე და სურვილზე. მათ შესაძლოა პროდუქციის შექმნაზე დახარჯულ რესურსებზე ბევრჯერ მეტი ან ბევრჯერ ბაკლები გადაიხადონ მათი პრიორიტეტებიდან გამომდინარე.
მაგალითად უდაბნოში წყალს ბევრჯერ მეტი ფასი აქვს ვიდრე ქალაქში, ძვირფასს ქვას - პირიქით.
რატომ არის მნიშვნელოვანი
Ნივთის (პროდუქტი/მომსახურება) ფასი ყოველთვის სუბიექტურია და იგი კავშირში არაა იმასთან, რა დაჯდა საგნის დამზადება და ბაზარზე მიწოდება. ამიტომ ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია ბაზარზე არსენბულ ფასს ყურადღება მიაქციოს, რათა დაადგინოს დაახლოებით რა ფასი უნდა დაადოს საკუთარ გასაყიდ საქონელს. ეს ასევე საჭიროა იმისთვის, რომ გაარკვიო რა მოგებას იძლევა ეს ფასი - შენი ხარჯების გამოკლების შემდეგ.