გადაწყვეტილების მიღებისას ვირჩევთ სხვადასხვა ალტერნატივებს შორის. თუმცაღა ხშირად ხდება, რომ ადამიანები ვერ ხედავენ ყველა შესაძლო არჩევანს, რამაც შესაძლოა შეცდომა და შესაბამისად ზედმეტი ხარჯი გამოიწვიოს. როგორც წესი ადამიანები ყურადღებას აქცევენ ხილულ ხარჯებს, თუმცა ავიწყდებათ გვერდითი ხარჯები.
რა უნდა ვიცოდეთ
ალტერნატივის ღირებულება აჩვენებს სინამდვილეში რა ჯდება რაიმე გადაწყვეტილება - ეს მოიცავს გაშვებულ ალტერნატიულ შესაძლებლობებს, გაუთვალისწინებელ და გვერდით ხარჯებს.
რატომ არის მნშვნელოვანი
ალტერნატივის ღირებულების გათვალისწინება აუცილებელია სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად. შესაძლებელია მაგალითად, რომელიმე ავტომობილის შეძენა იაფი იყოს, თუმცა გაცილებით ძვირი აღმოჩნდეს მისი მომსახურება, საბურავები და სათადარიგო ნაწილები.