არც ერთი ინვესტორი არ გარისკავს ფული ისეთ ადგილას ჩადოს სადაც არასტაბილური ვითარებაა, პოლიტიკური და ეკონომიკური - უფრო სწორად თუ ვიტყვით, არასტაბილურ ქვეყანაში მხოლოდ არასტაბილური ფული მოხვდება. პოლიტიკური სტაბილობა ნიშნავს მშვიდობას, მთავრობის შიგნით ნაკლებ რყევებს და პოლიტიკის იშვიათ ცვლილებებს. სტაბილობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პატარა ქვეყნისთვის დაბალი შემოსავლებით. ეკონომიკური სტაბილობა ფასების, ფულის მსყიდველუნარინობის და საგარეო მცირე ცვლილებებს გულისხმობს.
რა უნდა ვიცოდეთ
ერთი ქვეყნის სტაბილობის გარდა ბიზნესის წარმატებაზე გავლენას ახდენს სიმშვიდე და თანამშრომლობა მის სამეზობლოში. ურთიერთობის ნებისიერი გართულება იწვევს ინვესტორების ყოყმანს და ბიზნესის განვითარების შემცირებას. საქართველოს სამეზობლო სამწუხაროდ არ გამოირჩევა სიმშვიდით, რაც ნიშნავს, რომ მთავრობას მართებს მეტი ძალისხმევა, რათა ბიზნესის პირობები ქვეყანაში გააუმჯობესოს და ბიზნესის წამოწყება და ფულის ჩადება მიმზიდველი გახადოს.
რეგიონულ ასპექტში ასევე სასურველია ქვეყნები ერთმანეთთან ეფექტიანი ინფრასტრუქტურით იყვნენ დაკავშირებული და საზღვრის გადაკვეთა მარტივი იყოს. მაგალითად, სამხრეთ კავკასიის რეგიონში საზღვრის გადაკვეთა ადამიანებისთვის და საქონლისთვის გარკვეულ პროცედურას მოითხოვს. იმ დროს როდესაც, საქართველოს მხარეს ყველაფერი ელექტრონიზებული აქვს და პროცედურები მარტივი და სწრაფი, მეზობლების მხარეებს შედარებით უფრო გართულებული აქვთ. ამის შედეგად საქართველოში მოგზაურთა რაოდენობა ბევრჯერ აღემატება მის მეზობელ ქვეყნებში მოგზაურობა საქართველოდან თურქეთში ამავდროულად უფრო ადვილია - საქართველოს მოქალაქეს არ ჭირდება პასპორტი თურქეთში შესავლელად და არ არის დაწესებული შეზღუდვებიც.
საქართველოს მოქალაქეს შეუძლია 120-ზე მეტ ქვეყანაში შევიდეს უვიზოდ, ასევე ათეულობთ მეტ ქვეყანაში ელექტრონული ვიზით შევიდეს ან საზღვარზე მიიღოს შესვლის უფლება. ეს დიდი შესაძლებლობაა ეწვიო პარტნიორებს და შეეცადო კარგად შეისწავლო იქაური ბაზრები. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო თვითონ არის ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი ქვეყანა ვიზიტისთვის 100-ზე მეტი ნაციონალობის წარმომადგენელს შეუძლია უვიზოდ შემოვიდეს საქართველოში და ამდენივეს - მიიღოს ელექტრონუი ვიზა ან საზღვრის გადაკვეთისას. ეს საშუალებას იძლევა ადვილად დაპატიჟო პოტენციური ინვესტორები და/ან პარტნიორები.
რამდენიმე ათეული წლის წინ ევროკავშირის შექმნა სწორედ სავაჭრო ბარიერების მოხსნის აუცილებლობამ დააჩქარა. ევროკავშირში ქვეყნებს შორის საზღვრები არ არსებობს და არც ადამიანები და არც საქონელი გადის რაიმე სასაზღვრო პროცედურებს. საზღვრის გადაკვეთის მომენტს ვერც იგებ.
როდესაც ინფრასტრუქტურაზე ვსაუბრობთ ერთი საჭირო ფაქტორია გამჭვირვალება. რაც უფრო ღიაა და გამჭვირვალე ქვეყანა, მისი სახელმწიფო სისტემები, საინფორმაციო ბაზები და გადაწყვეტილებები, მით უფრო ადვილად შეძლებს ბიზნესი საკუთარი გადაწყვეტილებების მიღებას, ფულის ჩადებას - ეს არის კიდევ ერთი ის ფაქტორი, რომელიც შესაძლებელია გაუმჯობესდეს მხოლოდ ქვეყნის მონდოებაზეა დამოკიდებული. ჩვენსავე მდგომარეობაში მყოფი ესტონეთი ევროკავშირის ერთ-ერთ ლიდერად იქცა სწორედ ღია და გამჭვირვალე თანამშრომლობის შედეგად.
ქვეყნის უსაფრთხოება დამოკიდებულია ერთის მხრივ მის თავდაცვისუნარიანობაზე და უსაფრთხოების სისტემის ეფექტიანობაზე, თუმცა მეორეს მხრივ ქვეყანას უნდა ჰქონდეს ღია და მეგობრული ურთიერთობა მეზობლებთან და სხვა ქვეყნებთან - აქედან ნებისმიერი გადახვევა უკურეაქციას გამოიწვევს.
ამიტომ, იმის გათვალისწინებით, თუ როგორი სიმმძლავრე და პოზიცია აქვს საკუთარ ქვეყანას მეწარმემ ყურადღება უნდა მიაქციოს უსაფრთხოების და სტაბილობის რისკებსაც. როგორც წესი, არასტაბილობის დროს, როგორც მაგალითად პანდემიაა, ბისნესი ორიენტაციასს აკეთებს ყველაზე მოთხოვნად საქონელზე ასეთი პირობებისათვის. საუბრობენ ხოლმე ეკონომიკური უსაფრთხოების მნიშვნელობაზე - ეს მარტივად ნიშნავს ბიზნესს გადაულახავი ბარიერები არ გაუჩნდეს და მისი საქმიანობა შეუფერხებლად ხდებოდეს. წინ მოძრავი, კრეატიული და შეუჩერებელი მოღვაწე, მეწარმე თვითონაა ეკონომიკური დოვლათის შემქმნელი და ნებისიერი კრიზისის გამკლავება მხოლოდ მას შეუძლია, გუშინდელი წარუმატებლობის მიუხედავად დილით წარმატებისათვის მომართული იღვიძებს.
ბიზნესისთვის აუცილებელია ენერგორესურსები და ხშირად საუბრობენ ენერგეტიკულ დამოუკიდებლობაზე. ენერგია ჩვეულებრივი საქონელია, ჯობს იმან აწარმოოს ვინც უფრო იაფად ახერხებს. თუმცა ენერგიით ვაჭრობას შეიძლება ჰქონდეს სპეციფიკური ბარიერი - არამეგობრული მეზობელი - ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ ენერგიის ყიდვის დანახარჯი იზრდება და ამ შემთხვევაში საკუთარი ენერგიის წარმოებას აზრი გაუჩნდება.უკიდურეს შემთხვევაში, თუ ენერგია ძვირია, ბიზნესი ჯობს ისეთ სფეროში აწარმოო, რომელიც ნაკლებ ენერგიას ითხოვს ან ეცადო ენერგიის მოხმარება შეამცირო.
უსაფრთხეობის და სხვა რისკების ზრდა ქვეყანაში ადვილად ამოსაცნობია მაგალითად მისი საკრედიტო რეიტინგიდან, თუმცა ეს კიდევ უფრო ადვილი დასანახია ინტერესის განაკვეთიდანაც, რომელსაც ინვესტორები და ბანკები სთავაზობენ ფინანსურ რესურსებს ბიზნესებს.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი
არასტაბილობა და უსაფრთხოების დაბალი დონე ართულებს და აძვირებს ბიზნესს. ხშირ შემთხვევაში ფირმას უწევს დამატებითი უსაფრთხოების ზომების გატარება, როგორც მაგალითად კერძო დაცვის სერვისის ყიდვა.
უსაფრთხოების გამოწვევების არსებობის შემთხვევაში ინვესტორების დარწმუნება ადვილი არ იქნება, ამიტომ ბიზნესს მოუწევს სხვა მეტი ეკონომიის გაწევა და მეტი მოგების დაპირება ინვესტორებისათვის. დაბალი მოგების შემთვევაში ბიზნესს აზრი დაეკარგება და ფინანსური რესურსები სხვა სფეროებში ან სხვა ქვეყნებში გაედინება.
ბიზნესისთვის, როგორც ზემოთ აღინიშნა მნიშვნელოვანია ბაზრის გაფართოება. ბიზნესისთვის ყოველთვის სასარგებლო იქნება რეგიონული სამეზობლოს ბაზრების კარგად გამოკვლევა და არსებული ბარიერების გადალახვა.