ბიზნესი ძნელი თუ არა შეუძლებელი იქნებოდა თუ მას არ აქვს შესაბამისი ოფისი, ელექტროენერგია, წყალი, მისასვლელი გზა და ა.შ. როგორც წესი მეწარმეები საქმის წამოსაწყებად ცდილობენ ისეთი ადგილის შერჩევას, რომლესაც ეს სერვისები უკვე აქვს ან ადვილად მიღწევადია. ფასი რომ კონკურენტების ფასს არ ჭარბობდეს უკეთესია, თუ ასეთ სიკეთეებში ნაკლებს იხდიდე, თუმცა არა ხარსისხის საზიანოდ.

რა უნდა ვიცოდეთ


რაში ჭირდება ინფრასტრუქტურა ბიზნესს?

ენერგია, განათებას, გათბობას და საჭირო მოწყობილობების და დანადგარების მუშაობას უზრუნველყოფს, რაც საჭიროა პროდუქციის შესაქმნელად;

წყალი სასმელად და ჰიგიენის დასაცავადაა საჭირო, თუმცა მის გარეშე შეუძლებელია ისეთი საქმიანობა, როგორც კვება, რესტორნები და კაფეები, სასტუმროები, და ა.შ.

გზები და ტრანსპორტი აუცილებელია, როგორც პროდუქციის და მასალების საწყობში მოსატანად ასევე მომხმარებელთან ურთიერთობისთვის.
სამედიცინო კლინიკები უზრუნველყოფს ბინესში დასაქმებული ადამიანების ჯანდაცვის მომსახურებას - ცუდი ხარისხის მომსახურება, მაგალითად, უფრო ძვირი უჯდება არამარტო დასაქმებულს (ფულიც და მისი ჯანმრთელობაც), არამედ დამსაქმებელსაც, რადგან ამ შემთხვევაში პირველს მოუწევს სხვა ქალაქში წავიდეს, რაც საწარმოო პროცესების შეფერხებას გამოიწვევს.

განათლებული ადამიანების - ადამიანური კაპიტალის არსებობა - ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსია. თუ ეს კაპიტალი არსებობს ფირმა შეეცდება კვალიფიკაციით გადაწონოს ყველა სხვა რისკი, და თუ არ არსებობს - სხვა დანარჩენის არსებობა არაფრის გარანტიას არ იძლევა.

დღევანდელი სამყარო წარმოუდგენელია ინფორმაციის შეგროვებისა და გაცვლის ელეტრონული ფორმებისა და ინტერნეტის გლობალური ქსელის გარეშე. ინტერნეტი საშუალებას იძლევა სწრაფად მიიღო ინფორმაცია მსოფლიო ბაზრების შესახებ, ასევე გაავრცელო საკუთარი ინფორმაცია, მათ შორის საკუთარი პროდუქციის შესახებ.

კომპიუტერული პროგრამები შესაძლებლობას იძლევა გადაამუშავო უზომო ინფორმაია, შექმნა საინფორმაციო ბაზები, გააკეთო ურთულესი გამოთლები და ბიზნესის და ბაზრების ანალიზი. თანამედროვე პროგრამები აადვილებს ბიზნესის წარმოებას, საქონლის და ფინანსური რესურსების აღრიცხვას. ბანკების ინტერნეტ გვერდები და სმართ-ფონების აპლიკაციებით შესაძლებელია ნებისმიერი საბანკო-ფინანსური ოპერაციის შესრულება, ფულის გადარიცხვა - რესურსების და ხარჯვის ანალიზი.

საქართველოში მოქმედი ქონების რეესტრი ინახავს ინფორმაციას ქონების მესაკუთრის და მის შესახებ არსებული ყველა ინფორმაცია, რაც აადვილებს ქონების ყიდვა-გაყიდვის და სესხის არების პროცესს.

საქართველოში მოქმედი საგადასახადო სისტემა შესაძლებლობას იძლევა ყველა გადასახადის გადახდას და საგადასახადო ვალდებულებების შესრულებას ინტერნეტის გამოყენებით. გადასახადის გადამხდელ მეწარმეს ასევე შესაძლებლობა აქვს იხილოს მისი საგადასახადო ინფორმაცია და ისტორია.
საგადასახადო, სამეწარმეო და ბიზნესთან დაკავშირებული და ყველა სხვა კანონმდებლობა ატვირთულია ინტერნეტის სპეციალურ გვერდზე, სადაც ყველა კანონი იძებნება სახელის, მიმღების და თარიღის მიხედვით.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი

ბიზნესის დაწყება და განვითარება მოითხოვს ყველაფერი სწორად იქნას გათვლილი, თავიდან უნდა იქნას აცილებული ზედმეტი ხარჯები, დაიზოგოს ენერგია და დრო.

ნებისმიერი ბიზნეს-გეგმის შექმნა უნდა ითვალისწინებდეს რისკების და დანახარჯების ანალიზს, ასეთი ანალიზის გარეშე ძნელი იქნება ბანკის და ინვესტორების დარწმუნება.

ახალი ბიზნესის დაწყება ისეთ ადგილას, სადაც ინფრასტრუქტურა და სერვისები არ არსებობს ძვირი დაჯდება და არაკონკურენტულ გარემოში ჩააგდებს მეწარმეს. ასეთი ბიზნესი არ შედგება და მოყვება მისი ვალგადაუხდელობა, გაკოტრება და ლიკვიდაცია.

 

Form by ChronoForms - ChronoEngine.com