მეწარმეობა რთული, მაგრამ სასიამოვნო, თანაც უმნიშვნელოვანესი საქმიანობაა. მეწარმეობა გულისხმობს ფართო მიდგომას ბაზრისადმი, რომელიც მოიცავს ბიზნესის ხედვას და კონცეფციას, პროდუქტის შემუშავებას, მარკეტინგს, დისტრიბუციას, ორგანიზაციულ სტრუქტურასა და მართვას, ფინანსურ მენეჯმენტს, პარტნიორულ ურთიერთობებს, გაფართოებას და სხვა. ამას შეიძლება ბიზნესის ხედვაც ვუწოდოთ. ეს ხედვა რომ რეალობად იქცეს, საჭიროა შევიმუშაოთ სტრატეგია, რომელიც აერთიანებს ბიზნესმოდელს, დეტალურ ბიზნესგეგმას, პროდუქტის შექმნის საგზაო რუკას, პარტნიორების და კონკურენტების შესახებ ინფორმაციას, მომხმარებელთან ურთიერთობას და მარკეტინგის გეგმას. მსგავსი მიდგომა და გეგმიური მუშაობა იძლევა პასუხს მნიშვნელოვან კითხვებზე — როდის და სად ჩადო ინვესტიცია, როგორ განავითარო ინფრასტრუქტურა, რა ზომით და როგორ მოიძიო დაფინანსება და ა.შ.