Გადასახადების კუთხით ქართული სისტემა სხვა ქვეყნებთან შედარებით მარტივია, სულ ექვსი გადასახადი გვაქვს: საშემოსავლო, დღგ (დამატებული ღირებულების გადასახადი), მოგების, აქციზის, იმპორტის, ქონების. Აქედან ქონების გადასახადი მიეკუთვნება ადგილობრივ გადასახადს, დანარჩენი კი საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადებია.
რა უნდა ვიცოდეთ
Საშემოსავლო გადასახადი: ამ გადასახადის გადახდა უწევს ნებისმიერ დასაქმებულ პირს და მისი ოდენობა არის გამომუშავებული თანხის 20%, Თუმცა ხშირ შემთხვევაში დასაქმებულები ამას ვერ ამჩნევენ, რადგან საქართველოში დამსაქმებელს აქვს ვალდებულება დაუკავოს ეს თანხა დასაქმებულს ხელფასიდან და გადარიცხოს ბიუჯეტში, შესაბამისად დასაქმებული იღებს უკვე დაბეგრილ ხელფასს. Გარკვეულ შემთხვევებში Არსებობს საშემოსავლო გადასახადის 5%-იანი განაკვეთიც (მაგალითად დივიდენდის საშემოსავლო, ბინის გაქირავებიდან მიღებული თანხის საშემოსავლო და სხვა). დამსაქმებელი ვალდებულია დაბეგროს ნებისმიერი გაცემული ხელფასი.
Დღგ-ს გადასახადი: დამატებული ღირებულების გადასახადი წარმოადგენს მოხმარების გადასახადს და მას იხდის მყიდველი ყიდვის მომენტში. Თუმცა, მას მყიდველი ვერც კი ამჩნევს, რადგან მისი ადმინისტრირება ევალება მეწარმე სუბიექტს და როგორც წესი, ის შედის ფასში. Ამ გადასახადის გადახდის ვალდებულება დაგიდგებათ, როგორც კი ბოლო 12 თვის ბრუნვა გადაგიცდებათ 100 000ლარს. Სწორედ ეს არის მიზეზი, რომ ბევრი კომპანია ცდილობს არ გადააჭარბოს ამ ზღვარს, რისთვისაც მიმართავს ხოლმე სხვადასხვა ზომებს (მუშაობის დროებით შეჩერება, ბრუნვების ნაწილის სხვა კომპანიაზე გადატანა, საწარმოს გაფართოებაზე უარის თქმა და სხვა). Საქართველოში დღგ-ს განაკვეთი არის 18%. Დღგ-ს გაანგარიშებაში ხშირად უშვებენ ერთ შეცდომას, 18% არის თუ ბრუნვას ვითვლით დღგ-ს გარეშე. Თუ ბრუნვაში შედის დღგ-ს თანხაც, მაშინ გადასახადის ოდენობა გამოდის დაახლოებით 15,25% (18%/1,18=15,2542%).
Მოგების გადასახადს იხდიან კომპანიები და მისი ოდენობა შეადგენს კომპანიის საქმიანობიდან მიღებული მოგების 15%-ს, თუმცა გადახდა ხდება მხოლოდ მაშინ, როცა კომპანია გადაწყვეტს მიღებული მოგების განაწილებას დამფუძნებელ პარტნიორებზე (ესტონური მოდელი).
Აქციზის გადასახადი გადაიხდება გარკვეული სახის პროდუქტებზე (ალკოჰოლი, საწვავი, სიგარეტი, მსუბუქი ავტომობილები). Აქციზის გადასახადის წესი და განაკვეთი დამოკიდებულია პროდუქტის სახეობაზე, შესაბამისად მეწარმე ვალდებულია მოიძიოს შესაბამისი ინფორმაცია შემოსავლების სამსახურის საიტზე, რათა სწორად გამოითვალოს გადასახდელი თანხა.
Იმპორტის გადასახადი ეხება იმ საქონელს, რომელიც გადმოკვეთს საქართველოს ეკონომიკურ საზღვარს. Იმპორტის გადასახადის სამი განაკვეთი არსებობს: 0%, 5% და 12%. Აღსანიშნავია რომ საქონლის უმრავლესობა გათავისუფლებულია იმპორტის გადასახადისგან, ანუ იბეგრება 0%-იანი განაკვეთით.
Ქონების გადასახადის გადახდა ხდება წელიწადში ერთხელ და მისი ოდენობა არის ქონების ღირებულების არაუმეტეს 1%-ისა. Კონკრეტული ოდენობა დამოკიდებულია გადამხდელის სტატუსზე (იურიდიული პირია თუ ფიზიკური), ქონების მდებარეობაზე, ქონების ტიპზე და გადამხდელის შემოსავლის ოდენობაზე.
Გადასახადების გარდა არის მოსაკრებლები (სალიცენზიო, საბაჟო, სანებართვო, სარეგისტრაციო და სხვა), რომლებიც გადასახდელია გარკვეული საქმიანობის უფლების მიღებისთვის ან/და სახელმწიფოსგან მისაღები მომსახურებისთვის.
რატომ არის მნიშვნელოვანი
შენ, როგორც მომავალმა მეწარმემ, უნდა გაითვალისწინო, რომ შენი გადასახდელი გადასახადების და მოსაკრებლების შესახებ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურებისათვის გაქვს თავად, როგორც მეწარმე სუბიექტს. Ამის არ ცოდნა და/ან არ გათვალისწინება არ გაგათავისუფლებს შესაბამისი პასუხისმგებლობისაგან, ანუ გამოიწვევს შესაბამის სანქციებს სახელმწიფოს მხრიდან.