გარდა გადასახადებისა, გასათვალისწინებელია ის უამრავი რეგულაცია, რომელთა გაცხადებული მიზანი არის ადამიანთა დაცვა გარკვეული რისკებისგან. Რეგულაციებით დგინდება: დაქირავებულის ქცევის წესი წარმოებაში - მისი უსაფრთხოების მიზნით; ნაწარმის შეფუთვის წესი - მყიდველის ინფორმირებისათვის; კომპანიის შესასასვლელის მოწყობის წესი - უნარშეზღუდულ პირთა უფლებების დასაცავად და სხვა.

რა უნდა ვიცოდეთ

გაცხადებული მიზნების მიუხედავად, შესაძლებელია ვერ იქნას მიღებული ის შედეგები, რა მიზნითაც იქნა ეს რეგულაცია შემოღებული. Ქვემოთ მოტანილია რამდენიმე მაგალითი იმაზე დასაფიქრებლად, თუ როგორ მუშაობს რეგულაცია და რამდენად აღწევს მისი მიღებისას გაცხადებულ მიზანს:

Მაგალითი1. ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა ხანძარი, რომლის დროსაც დაზიანდა რამდენიმე სტუმარი, რომელთაგან ერთი დაიუღუპა კიდეც. Სასტუმროს მფლობელს მოუწია კომპენსაციების გაცემა დაზარალებულთათვის. Სამომავლოდ, მსგავსი საფრთხის თავიდან ასაცილებლად, სახელმწიფომ შეიმუშავა რეგულაცია, თუ როგორი უნდა ყოფილიყო სასტუმროს კედელი, რათა ხანძარი ერთბაშად არ გავრცელებულიყო და დაავალდებულა ყველა მეწარმე, მხოლოდ ასეთი მახასიათებლების მქონე შენობებში გაეხსნათ სასტუმროები. Ცხადია, ყველას უნდა ჰქონოდა შესაბამისი დამადასტურებელი სერტიფიკატი. Აღნიშნულის შემდეგ კვლავ ჰქონდა ადგილი მსგავს შემთხვევას, თუმცა სასტუმროს მეპატრონემ კომპენსაცია აღარ გადაიხადა - მან სასამართლოზე წარადგინა სერთიფიკატი, რომლის თანახმადაც რეგულაციის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებდა.

კითხვა: რომელი ვარიანტია უარესი დაზარალებულისთვის: როცა არის რეგულაცია, თუ როცა არ იყო?

Მაგალითი2. Ა და ბ კონკურენტი კომპანიებია. Სახელმწიფომ შემოიღო რეგულაცია ჰაერში გაფრქვევის შესახებ. Კომპანია ბ-მ იზრუნა და გააკეთა ყველა საჭირო დოკუმენტი. Კომპანია ა-ს სრულად ელექტროდანადგარები ჰქონდა და საერთოდ არ ჰქონდა გამონაბოლქვი, რის გამოც დოკუმენტაციის შექმნაზე აღარ დაიხარჯა. Შემოწმებაზე მოსულმა ინსპექტორმა დააჯარიმა კომპანია ა, დოკუმენტაციის არ ქონის გამო.

კითხვა: ხომ არ ჯობდა კომპანია ა-საც შეეძინა უფრო იაფი დანადგარები და დარჩენილი თანხით დოკუმენტაცია მოეწესრიგებინა?

Მაგალითი3. Რამდენიმე წლის წინ საქართველოში ძალიან გავრცელდა ისეთი ბიზნესი, როგორიცაა სესხების ონლაინ გაცემა. Რა თქმა უნდა იყო გარკვეული პრობლემები (მაგალითად ვერ დაბრუნების შემთხვევები), მაგრამ ბიზნესი მუშაობდა. Მთავრობამ, იმ მოტივით რომ მსესხებლების რაღაც ნაწილი დაბრუნებას ვერ ახერხებდა და პრობლემები უმძიმდებოდა, შეზღუდა ასეთი კომპანიების საქმიანობა.

კითხვა: ამ რეგულაციით გაუმჯობესდა სესხის აღების მსურველთა მდგომარეობა?

რატომ არის მნიშვნელოვანი

Უამრავი მსგავსი მაგალითის მოყვანა შეიძლება, სადაც რეგულაციის გაცხადებული მიზანი ვერ მიიღწევა, თუნდაც უაღრესად პატიოსანი მარეგულირებლისა და შემმოწმებლის შემთხვევაში. Ამასთან, ნებისმიერი დამსაქმებლის ინტერესში ყოვლეთვის შედის გარკვეული წესების დაცვა, რათა უზრუნველყოს თავისი კომპანიის შეუფერხებლად ფუნქციონირება და მისი ბაზარზე დარჩენა. Შესაბამისად, საჭიროა არა მარტო რეგულაციების ფორმალური მოთხოვნების დაკმაყოფილება, არამედ ზომების მიღება რეალური უსაფრთხოების, ხარისხისა და წესრიგის უზრუნველსაყოფად. Ეს კი გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რომელიც არც თუ ისე მცირეა.

 

Form by ChronoForms - ChronoEngine.com