Გადასახადების გადახდა გულისხმობს გადახდის ვალდებულების დადგომის პირობებს, დეკლარირებას და გადახდას შესაბამის ვადებში. Საქართველოში დეკლარირების პროცესი მთლიანად ელექტრონულია, ხოლო გადახდა ხდება მხოლოდ საბანკო გადარიცხვით.
რა უნდა ვიცოდეთ
Როგორც აღინიშნა, Საქართველოს საგადასახადო სისტემასთან ურთიერთობა თითქმის მთლიანად ელექტრონულად ხორციელდება. Აქედან გამომდინარე შემოსავლების სამსახურისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება მოგიწევს შემოსავლების სამსახურის საიტიდან rs.ge, სადაც, კომპანიის დარეგისტრირების შემდეგ, გექნება ინდივიდუალური გვერდი. Ამ საიტზე სისტემატურად უნდა განათავსო ინფორმაცია საკუთარი საქმიანობის შესახებ, რათა შემოსავლების სამსახურში იცოდნენ თუ რა ვალდებულება წარმოგეშვა სახელმწიფოს მიმართ. Გარდა ამისა, ეს გვერდი შენთვისაც წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს შენს კომპანიასა და სახელმწიფოს შორის არსებული ვითარების შესახებ, ასევე შენს პარტნიორებთან ურთიერთობის ზოგიერთ მნიშვნელოვან ნაწილს.
Თითოეულ გადასახადს სხვებთან აქვს როგორც საერთო, ისე თავისი სპეციფიკური მახასიათებლები. Მოკლედ განვიხილოთ ზოგიერთი მნიშვნელოვანი საკითხი:
Დღგ (დამატებული ღირებულების გადასახადი). Ამ გადასახადის შესახებ ინფორმაციის წარდგენა ხდება ყოველთვიურად და ვადა წარდგენისთვის არის საანგარიშო თვის მომავალი თვის 15 რიცხვის ჩათვლით (მაგალითად, იანვრის დეკლარაცია უნდა ჩაბარდეს 15 თებერვლამდე). Თუ 15 რიცხვი არასამუშაო დღეა, მაშინ წარდგენის ვადა გადაიწევს პირველ სამუშაო დღემდე. Დღგ-სგან წარმოქმნილი ვალდებულების დაფარვის ვადაც ძირითადად 15 რიცხვამდეა, თუმცა არა ყოველთვის. Მაგალითად, დღგ-ს გადახდის ვალდებულება დგება საქონლის იმპორტისას და სხვადასხვა ფაქტორების მიხედვით, მისი ვადა შეიძლება იყოს იმპორტის განხორციელების დღე, ან ამ დღიდან 5 დღე, ან 45 დღე.
Საშემოსავლო გადასახადი. Ამ გადასახადის გადამხდელი არის ხელფასის მიმღები პირი, თუმცა ადმინისტრირების ვალდებულება აქვს დამქირავებელს. Ანუ, შენ, როგორც დამქირავებელი, ვალდებული ხარ დაუკავო დაქირავებულს ხელფასის 20% და გადარიცხო ბიუჯეტში, ხელფასის გაცემიდან არაუგვიანეს მეორე დღისა (ანალოგიურადაა დივიდენდზე დასაკავებელი 5% საშემოსავლო). Ამ გადასახადის დეკლარირების ვადა დღგ-სას ემთხვევა - საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვი.
Მოგების გადასახადი. Საქართველოში მოქმედებს მოგების გადასახადის ე. Წ. Ესტონური მოდელი. Ამ მოდელის მიხედვით, მოგების გადასახადის გადახდა გიწევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი შენი კომპანია გადაწყვეტს გასცეს დივიდენდი. Დეკლარირების ვალდებულება, წინა ორის მსგავსად არის საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვი.
Აქციზის გადასახადი. Განაკვეთის გარდა, ამ გადასახადის დეკლარირება-გადახდის წესები ემთხვევა დღგ-ს დეკლარირება-გადახდის წესს.
Ქონების გადასახადი. Ამ გადასახადის დეკლარირება-გადახდა ხდება წელიწადში ერთხელ. Კომპანიებისათვის დეკლარირების ვადა არის არაუგვიანეს 1 აპრილისა, ხოლო ფიზიკური პირებისათვის არაუგვიანეს 1 ნოემბრისა. Გადახდის ვალდებულება კომპანიებისთვის არის არაუგვიანეს 1-ლი აპრილი და საავანსო გადასახდელი 15 ივნისი, ხოლო კერძო პირებისათვის არის არაუგვიანეს 15 ნოემბერი. Როგორც აღინიშნა ზემოთ, ეს გადასახადი არის ადგილობრივი გადასახადი, შესაბამისად თვითმმართველობებს შეუძლიათ გარკვეული ცვლილებების შეტანა.
რატომ არის მნიშვნელოვანი
Დეკლარირების დაგვიანებისათვის გათვალისწინებულია გარკვეული ჯარიმები, ხოლო გადასახადის გადახდის დაგვიანებისთვის ჯარიმები და საურავები. Ჯარიმების ოდენობა განისაზღვრება კონკრეტული დარღვევის მიხედვით, ხოლო საურავის ოდენობა შეადგენს 0,05%-ს ყოველ დაგვიანებულ დღეზე.
Შემოსავლების სამსახური პერიოდულად ატარებს რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტების შემოწმებას - აუდიტს. Აუდიტირების რამდენიმე სხვადასხვა ფორმა არსებობს. Ძირითადად შეიძლება დაიყოს ორ ჯგუფად: გასვლითი და კამერალური, ანუ, როცა შემოწმება ხდება ორგანიზაციაში მისვლით და შემოწმება ხდება წარდგენილი საბუთების მიხედვით.
Მოსაკრებლების გადახდის წესი დამოკიდებულია თითოეული მოსაკრებლის ბუნებაზე. Ზოგი მათგანი შეიძლება გადაიხდებოდეს როგორც საფასური, ზოგი შეიძლება იყოს ყოველწლიური, ზოგიც გარკვეულ ქმედებასთან დაკავშირებული და სხვა.
Ყველა ეს საკითხი ნელ-ნელა, ბიზნესის განვითარებასთან ერთად გექნება გასარკვევი და გასათვალისწინებელი. Ყოველი შეცდომა, დაგვიანება, რაიმეს გამორჩენა, დაკავშირებულია დამატებით ხარჯებთან, ამიტომ არის აუცილებელი საქმე გქონდეს მაქსიმალურად მოწესრიგებული.