მოგების მაქსიმიზაციის მიზნით ნებისმიერ ბიზნესს ჭირდება გაფართოება , წარმოების მოცულობის გაზრდის და დანახარჯების შემცირებისათვის. ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზაა საქონლის ექსპორტზე გატანა. მომხმარებლისათვის ამავდროულად, მნიშვნელოვანია ხელი მიუწვდებოდეს სხვა ქვეყნების უკეთეს და იაფ პროდუქციაზე. შესაბამისად, საინტერესოა თუ რომელ სფეროებშია საქართველოს ექსპორტი ყველაზე წარმატებული და რა საქონელი შემოგვაქვს იმპორტით.

რა უნდა ვიცოდეთ?

ბაზრის სწორი ხედვა და სსწორად შეფასება უამრავ შესაძლებლობას იძლევა. ამის მაგალითია საქართველოში ავტომობილების ექსპორტია და იმპორტის სტატისტიკა. ადამიანებმა კარგად გამოიყენეს რეგიონის სხვა ქვეყნებში არსებული რეგულირებები და ბაზარზე არსებული ვითარება და ქვეყანა გახდა მანქანების მსვხვილი ექსპორტიორი (რეექსპორტი), მაშინ, როდესაც ადგილზე არც ერთი ავტომობილი იწარმოება.

ცხრილი: ძირითადი საექსპორტო მიმართულებები

ცხრილი: ძირითადი საიმპორტო მიმართულებები

 

რატომ არის მნიშვნელოვანი ამის ცოდნა?

ექსპორტის და იმპორტის მონაცემები მრავალ გაკვეთილს შეიცავს. მთავარია, ნებისმიერმა ბიზნესმენმა იპოვოს სეგმენტი, რომელშიც ხარისხიანი პროდუქციის მიწოდებას კონკურენტული ფასით შეძლებს.

დავუბრუნდეთ იგივე თხილის ბიზნესს და შევადაროთ სხვა ანალოგიურ სფეროებს. არც თუ ისე დიდი ხნის წინ საქართველო მიჩნეული იყო ღვინის, ჩაის და ციტრუსების წარმატებულ მწარმოებლად. მსოფლიო ბაზარზე გასვლის შემდეგ კონკურენციამ გვიჩვენა, რომ ამ სფეროებში არც თუ ისე ძლიერები ვართ, მიუხედავად მთავრობის აქტიური მხარდაჭერის და ფინანსური ჩარევისა.

თხილის სფერო სულ რაღაც 20 წლის წინ სრულიად განუვითარებელი იყო, როდესაც იტალიურმა ფირმამ აღმოაჩინა ქართული თხილის ხარისხი და საექსპორტო შესაძლებლობა, რის შედეგადაც დღეს საქართველოში ამ ბიზნესით მრავალი ათასი ადამიანი დასაქმდა და ის საქართველოს მთავარ საექსპორტო საქონლად იქცა მთავრობის მონაწილეობის გარეშეც.

ცხრილი: თხილის ექსპორტის სტატისტიკა წლების მიხედვით

 

Form by ChronoForms - ChronoEngine.com