დღესდღეობით საქართველოში ბიზნესები ძირითადად შემდეგ სფეროებში აქტიურობენ: ტურიზმი, ფინანსები, თხილის და ღვინის წარმოება, ფეროშენადნობების წარმოება და სხვადასხვა სერვისები. ამავე სფეროებში მრავალი სხვა ქვეყნის ფირმებიც მოქმედებენ და ქმნიან სერიოზულ კონკურენციას. წინა თავში აღნიშნული პირობების კარგად შეფასების შემთხვევაში სხვა სექტორებშიც შეიძლება წარმატებული საქმიანობა.
ამის კარგი მაგალითია თხილის წარმოება - ბიზნესის ეს სფერო სულ რამდენიმე წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად განვითარდა და პრაქტიკულად ნულოვანი ექსპორტიდან ქვეყანა მსოფლიოში მე-5 ექსპორტიორად გადაიქცა.
რა უნდა ვიცოდეთ
რას აწარმოებს საქართველო საკუთარი და მსოფლიო ბაზრისთვის:
1. ტურიზმის მომსახურება
2. ღვინო
3. მინერალური წყლები
4. თხილი
5. მანგანუმი
6. ჩაი
7. მანდარინი
8. ლუდი
9. ელექტროენერგია
10. მინერალური სასუქები
იგივე პროდუქციის მხრივ ვინ არიან ძირითადი უმსხვილესი მწარმოებლები მსოფლიო ბაზარზე
ტურიზმი - ხორვატია
ღვინო - ახალი ზელანდია -
მინერალური წყალი - იტალია
თხილი - თურქეთი
ჩაი - შრი-ლანკა
მანდარინი - საბერძნეთი
ლუდი - უკრაინა
ელექტროენერგია - აზერბაიჯანი, სომხეთი
მანგანუმი - 10-შიც კი არ ვართ მსხვილ მომპოვებელ ქვეყნებს შორის
მინერალური სასუქები - იგივე მდგომარეობაა
რატომ არის მნიშვნელოვანი ეს ცოდნა?
ღვინის წარმოება - საქართველო ყოველწლიურად აწარმოებს დაახ. 262.4 ათას ტონა ბოთლის ღვინოს, რომლის ჯამური ღირებულება არის 216.5 მილიონი აშშ დოლარი. თუ შევადარებთ ახალ ზელანდიას როგორც ერთ-ერთ კონკურენტს, გვექნება ასეთი რეალობა, - ახალი ზელანდია ყოველწლიურად აწარმოებს 329 ათას ტონა ღვინოს რომლის ჯამური ღირებულება არის 1.3 მილიარდი აშშ დოლარი.
საქართველოს 2019 წელს 9 მილიონზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა, მის კონკურენტებად შეიძლება ჩაითვალოს ხორვატია, ავსტრია, თურქეთი,