ვაჭრობის და გაცვლის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა სასურველი და საჭირო ნივთის და პროდუქტის შეძენა. რაც უფრო თავისუფალია ვაჭრობა, მით უფრო დიდია კონკურენცია. რაც უფრო ფართოა ვაჭრობა, უფრო დიდია არჩევანი, უფრო მეტი შანსია ყველაფერი უკეთესი უფრო იაფად შევიძინოთ.

რა უნდა ვიცოდეთ:

საქონლის დამზადებაზე დანახარჯი მით ნაკლებია, რაც მეტია რაოდენობა - აქ მუშაობს ე.წ. მასშტაბის ეკონომიის პრინციპი - დამზადების გარკვეული დანახარჯი დანადგარებზე, შენობებზე, მიწაზე და გარკვეულ ადამიანურ ცოდნაზე უფრო მეტ საქონელზე თუ გადანაწილდება ფასიც კლებულობს. ამიტომ ჩვეულებრივ ბიზნესებს ინტერესი აქვთ კლიენტები თავისი ქვეყნის შიგნით და გარეთაც მოძებნონ.

საერთაშორისო ვაჭრობა ასევე მნიშვნელოვნია სპეციალიზაციის და შრომის განაწილების თვალსაზრისითაც, ჯობს ყველა ქვეყნის ბიზნესმა ისეთი საქონელი აწარმოოს, რომელიც უფრო იაფი უჯდება ვიდრე კონკურენტებს ქვეყნის გარეთ და პირიქით, ადგილობრივ მომხმარებელს ურჩევნია უფრო იაფი საქონელი იყიდოს და მნიშვნელობა არ აქვს სად შეიძენს. ეს ყველსათვის სასარგებლოა, რადგან მომხმარებელს ეხმარება დაზოგოს და მეწარმეს - კონკურენტული საქონელი დაამზადოს.

ხანდახან ხდება, რომ მეწარმე სარგებლობს სიტუაციით და ისეთ საქონელსაც ამზადებს, რომელიც ყველაზე კარგად არ გამოსდის, მაგრამ უკეთესი მწარმოებელი სხვა საქმითაა დაკავებული, ან იმდენად შორსაა, რომ ტრანსპორტის ხარჯი იზრდება და ადგილობრივს კონკურენციას ვერ უწევს.
ექსპორტი ერთი ქვეეყნიდან მეორეში საქონლის გადატვირთვა და გაყიდვაა - ეს შესაძლებელია ადგილობრივმა ფირმამ გააკეთოს, თუმცა ასევე საქონლის მიმღები მხრის ქვეყნის ფირმამ. იმპორტი ზუსტად იგივეა - ოღონდ თუ შეხედავ საქონლის მიმღები ქვეყნის მხრიდან.

ხშირად ხდება, რომ მთავრობები ცდილობენ ექსპორტის და იმპორტის დარეგულირებას - გადასახადების ან ხარისხისა და რაოდენობრივი შეზღუდვების შემოღებით. ამ შემთხვევაში, პირველი ვინც ზარალდება მომხმარებელია, რომელსაც არჩევანი შეეზღუდა და იძულებული გახდა უფრო ძვირი საქონელი ეყიდა.

მნიშვნელოვანია, რომ საქონლის გადაადგილების და საზღვრის გადაკვეთის პროცედურები მარტივი და იაფი იყოს, ნებისმიერ შემთხვევაში, ესეც საქონლის მყიდველის ხარჯზე ხდება, ამ პროცედურების ხარჯების ფასში შეტანის გამო.

თუ ერთი ბიზნესისთვის სასარგებლოა მომხმარებელთა რაოდენობის გაზრდა, ეს ნიშნავს, ეს ზოგადად სასარგებლოა ქვეყნისთვის. ამიტომ ნებისმიერი ქვეყანა ცდილობს სხვა ქვეყნბეთან თავისუფალი ვაჭრობის შეთახმებას მიაღწიოს. საქართველოს მრვალ ქვეყანასთან აქვს მსგავსი შეთანხმება რაც ხელს უწყობს საქართველოში მაცხოვრებელლ ადამიანებს ისარგებლონ საქონლით როგორც უშუალო მეზობლებისაგან, ან თურქეთიდან, ჩინეთიდან და გერმანიიდან, ასევე ისეთი შორი ქვეყნებიდან როგორც ახალი ზელანდიაა (მაგალითად იქაური კარაქი ყველა მაღაზიაში იყიდება). საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ასევე თავისუფალი ვაჭრობა ისეთ დიდ და მდიდარ ქვეყნებთან, როგორც ევროკავშირის ქვეყნები და აშშ - მათ მომხმარებლებს უფრო მაღალი შემოსავლები აქვთ და მზად არიან მაღალხარისხიანი საქონელი იყიდონ.

რატომ არის მნიშვნელოვანი

თავისუფალი ვაჭრობა კარგია, მაგრამ აუცილებელია ასევე ვიცოდეთ, რომ კონკურენცია უცხოეთში უფრო მკაცრია და ამიტომ საქონლის ხარისხის და ფასის გაუმჯობესებაზე მუდმივად არის საჭირო მუშაობა.
ნებისმიერმა ბიზნესმა, რომელმაც გადაწყვიტა ექსპორტზე იმუშაოს - ანუ საკუთარი პროდუქცია უცხო ქვეყნებში გაყიდოს, აუცილებლად უნდა გაარკვიოს:

საქართველოდან გატანის პროცედურები და გადასახადის დაბრუნების წესები, საექსპორტო ქვეყნის საგარეო ვაჭრობის წესები, გადასახადები და პროცედურები, ამასთან დაკავშირებული ხარჯები და დრო.

თუ ბიზნესი უცხო ქვეყნებიდან საქონლის იმპორტს გულისხმობს - მაშინ სასურველია ამ ქვეყნიდან საქონლის უცხოეთში გატანის პროცედურების და გადასახადების დაბრუნების, ასევე საქართველოში შემოტანის გადასახადები და პროცედურები.

საქონლის ექსპორტის თუ იმპორტის დროს ასევე უნდა გაითვალისწინო საქონლის ტრანსპორტირების და საწყობში განთავსების საკითხები და ხარჯები.

 

Form by ChronoForms - ChronoEngine.com