ცალკეულ ქვეყნებს შორის დიდი განსხვავებაა. ზოგს თბილი კლიმატი აქვს, სადაც ზღვის ნაპირზე გარუჯვა მთელი წლის განმავლობაშია შესაძლებელი. ზოგიერთ ქვეყანაში ექვსი თვე ღამეა და შემდეგი ექვსი თვე – დღე. ზოგიერთი ქვეყანა ზღვის დონეზე დაბლაა (მაგალითად, ნიდერლანდები), ზოგიერთი კი მაღლა, მთებში (ნეპალი). ეს არის გეოგრაფიული განსხვავებები. ზოგი ქვეყნის მოსახლეობა სულ 3 მილიონია, ზოგის კი მილიარდზე მეტი. ხალხი განსხვავებულია რასითა და რელიგიით; მიირთმევენ განსხვავებულ საკვებს და თავისუფალ დროს სხვადასხვანაირად ატარებენ. ეს არის დემოგრაფიული და კულტურული განსხვავებები. კიდევ ერთი საზომია, თუ რამდენადაა ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი სახლი, ჯანდაცვა, განათლება, სუფთა საკვები და წყალი. ეს არის ეკონომიკური განსხვავებები. როგორ შეგიძლიათ თქვათ, რომ მოცემული ქვეყნის მოქალაქეები კარგად ცხოვრობენ თუ ცუდად? არის ქვეყანა ეკონომიკური სიძნელეების წინაშე თუ არა?
შინაარსი ხელმისაწვდომია მხოლოდ რეგისტრირებული მომხმარებლებისათვის. სანახავად გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან შეხვიდეთ სისტემაში (არსებული მომხმარებელი)