რით ვაჭრობენ სხვადასხვა ქვეყნის მკვიდრნი და რატომ? ნიდერლანდები ცნობილია მიმზიდველი ყვავილებით, განსაკუთრებით პოპულარულია ნიდერლანდების სამეფოს ნაწილის – ჰოლანდიის ყვავილები. ჩინეთში აწარმოებენ ბრინჯს. რა უნდა გააკეთონ ნიდერლანდელებმა, თუ ბრინჯი სჭირდებათ? ორი გზაა: მოიყვანონ ბრინჯი ან იყიდონ ჩინეთში. მეორე გზა უფრო ადვილია, რადგან ნიდერლანდებში ბრინჯის მოყვანა რთული იქნება: შეუსაბამო კლიმატის, მიწის ნაკლებობისა და ბრინჯის მოყვანის ტრადიციების უქონლობის გამო. შესაბამისად, ჩინეთიდან იმპორტირებული ბრინჯი უფრო იაფი დაჯდება, ვიდრე ნიდერლანდებში მოყვანილი! ამ მიზეზით ნიდერლანდებიც და სხვა ქვეყნების მკვიდრნიც, ჩინური ბრინჯის ყიდვას არჩევენ. მეორე მხრივ, ჰოლანდიური ყვავილები მთელი მსოფლიოს მეყვავილეებს მიაქვთ. რატომ? იმიტომ, რომ უკეთესია და უფრო იაფიც, აკეთო ის, რაც უკეთ გამოგდის და შემდეგ, პირდაპირ ან არაპირდაპირ, სხვა საჭირო საქონელზე გადაცვალო.

შინაარსი ხელმისაწვდომია მხოლოდ რეგისტრირებული მომხმარებლებისათვის. სანახავად გთხოვთ   დარეგისტრირდეთ  ან   შეხვიდეთ სისტემაში (არსებული მომხმარებელი)

 

Form by ChronoForms - ChronoEngine.com