სწავლების მეთოდები ის მექანიზმებია, რომლებითაც ხდება საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის უზრუნველყოფა.
სწავლების პროცესში მასწავლებელს სხვადასხვა მეთოდის გამოყენება უხდება, ხდება სხვადასხვა მეთოდის შერწყმაც. მაგალითად მონოლოგიური ლექციის დროსაც კი მასწავლებელი სალექციო მასალას პრეზენტაციის სახით და ვერბალური განმარტებებით წარმოადგენს. აუცილებელია დისკუსია, მოსწავლის დამოუკიდებელი მუშაობა და სხვა.
მსგავსი მეთოდები ბევრნაირია, მათ შორის:
1. დისკუსია/დებატები წარმოადგენს ინტერაქციული სწავლების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულ მეთოდს. მისი ეფექტიანობა იმაში მდგომარეობს, რომ დისკუსიის პროცესი მკვეთრად ამაღლებს მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხსა და აქტივობას. დისკუსია შესაძლოა კამათში გადაიზარდოს. ეს პროცესი არ შემოიფარგლება მასწავლებლის მიერ დასმული შეკითხვებით. ეს მეთოდი უვითარებს მოსწავლეს კამათისა და საკუთარი აზრის დასაბუთების უნარს.
2. ჯგუფური (collaborative) მუშაობა. ამ მეთოდით სწავლება გულისხმობს ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციების გადანაწილებას. ეს სტრატეგია უზრუნველყოფს ყველას მაქსიმალურ ჩართულობას სასწავლო პროცესში.
3. პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL) სასწავლო მეთოდია, რომელიც ახალი ცოდნის მიღებისა და ინტეგრაციის პროცესის საწყის ეტაპად იყენებს პრობლემას. მასწავლებელს შეუძლია მოიყვანოს ისტორიული ან ცხოვრებისეული მაგალითი, რომლის შესახებაც გაიმართება მსჯელობა. რა მოხდა, რატომ მოხდა, რა იყო ამის მიზეზი, რა შეიძლება უკეთ გაეთდეს და რა შედეგზე გასვლაა შესაძლებელი და სხვა სახის დისკუსია. მსგავსი მეთოდი ხელს უწყობს მოსწავლეების აქტიურ ჩართულობას და ცხოვრებისეული მაგალითებისა და თეორიის დაკავშირებას.
4. თანამშრომლობითი (cooperative) სწავლება სწავლების იმგვარი სტრატეგიაა, სადაც ჯგუფის თითოეული წევრი ვალდებულია, არა მხოლოდ თავად შეისწავლოს საგანი, არამედ თანაგუნდელსაც დაეხმაროს მის უკეთ შესწავლაში. ჯგუფის თითოეული წევრი მუშაობს პრობლემაზე, ვიდრე ყოველი მათგანი არ დაეუფლება საკითხს.
5. ევრისტიკული მეთოდი ეფუძნება მოსწავლეთა წინაშე დასმული ამოცანის ეტაპობრივი გადაწყვეტის პრინციპს. ეს ამოცანა სწავლების პროცესში ფაქტების დამოუკიდებლად დაფიქსირებისა და მათ შორის კავშირების დანახვის გზით სრულდება.
6. შემთხვევის ანალიზი (Case study). მასწავლებელი განიხილავს კონკრეტულ შემთხვევებს, რომლებიც ყოველმხრივ და საფუძვლიანად შეისწავლის საკითხს. მაგალითად, საზოგადოებრივ მეცნიერებაში ეს შეიძლება იყოს კონკრეტული.
7. გონებრივი იერიში (Brain storming). ეს მეთოდი გულისხმობს კონკრეტული თემის ფარგლებში კონკრეტული საკითხის/პრობლემის შესახებ მაქსიმალურად მეტი, სასურველია, რადიკალურად განსხვავებული იდეის ჩამოყალიბებასა და მათი გამოთქმის ხელშეწყობას. მეთოდი ხელს უწყობს პრობლემისადმი შემოქმედებითი მიდგომის განვითარებას.
8. როლური და სიტუაციური თამაშები. სცენარის მიხედვით განხორციელებული როლური თამაშები მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, სხვადასხვა კუთხით შეხედონ საკითხს და ეხმარება მათ ალტერნატიული თვალსაზრისის ჩამოყალიბებაში. ისევე როგორც დისკუსია, როლური თამაშებიც უყალიბებს მოსწავლეს საკუთარი პოზიციის დამოუკიდებლად გამოთქმისა და მისი დაცვის უნარს.
9. დემონსტრირების მეთოდი ინფორმაციის ვიზუალურად წარმოდგენას გულისხმობს და საკმაოდ ეფექტურია. ხშირად უმჯობესია, მასალა ერთსა ად იმავე დროს აუდიო- და ვიზუალური გზით მივაწოდოთ მოსწავლეებს. შესასწავლი მასალის დემონსტრირება შეიძლება განახორციელონ როგორც მასწავლებელმა, ისე მოსწავლემ. ამ მეთოდით თვალსაჩინოებას ვმატებთ სასწავლო მასალის აღქმის სხვადასხვა საფეხურს, ვაკონკრეტებთ, რის გაკეთება მოუწევთ მოსწავლეებს დამოუკიდებლად. ამავე დროს, ეს სტრატეგია ვიზუალურად წარმოაჩენს საკითხის/პრობლემის არსს.
10. ინდუქცია, დედუქცია, ანალიზი და სინთეზი.
. სწავლების ინდუქციური მეთოდი განსაზღვრავს ნებისმიერი საგნობრივი ცოდნის ისეთ ფორმას, როდესაც სწავლის პროცესში აზრის მსვლელობა კერძოდან საზოგადოსკენ, ფაქტებიდან განზოგადებისკენ არის მიმართული.
. სწავლების დედუქციური მეთოდი განსაზღვრავს ნებისმიერი საგნობრივი ცოდნის გადაცემის ისეთ ფორმას, რომელიც ზოგად ცოდნაზე დაყრდნობით ახალი ცოდნის აღმოჩენის ლოგიკურ პროცესს წარმოადგენს, ანუ პროცესი ზოგადიდან კონკრეტულისკენ არის მიმართული.
სასწავლო პროცესში ანალიზის მეთოდი გვეხმარება სასწავლო მასალის როგორც ერთი მთლიანის შემადგენელ ნაწილებად დაშლაში. ეს აადვილებს რთული პრობლების წიაღში არსებული ცალკეული საკითხების დეტალურ გაშუქებას.
გაკვეთილის ჩატარების რამდენიმე თანამედროვე მეთოდის აღწერა:
ინტერვიუ სამი ნაბიჯი - მასწავლებელი არჩევს თემას, საკითხს, აყალიბებს მიზანს და აცნობს კლასს. მოსწავლეებს ავალებს მოიფიქრონ სამ სამი კითხვა. მოსწავლეები მუშაობენ ინდივიდუალურად.
შემდეგ ეტაპზე სამ სამად ჯგუფდებიან და ინაწილებენ როლებს.
ინტერვიუ მიდის წრეზე - ერთი მოსწავლე ინტერვიუერია, მეორე რესპოდენტი, მესამე დამკვირვებელი. აღნიშნულ როლებს ინაწილებს სამივე წევრი. საბოლოოდ სამივეს უწევს თითოეული როლის შესრულება.
თითო ინტერვიუსთვის განკუთვნილი უნდა იყოს 5 წუთი.
ამის შემდეგ გაიმართება პრეზენტაციები.
საბოლოოდ მასწავლებელი შეაჯამებს და შეაფასებს დადებით და უარყოფით მხარეებს.
გამომუშავდება უნარები: აქტიური მოსმენა, კითხვის დასმის სტრატეგიების დაუფლება, კომუნიკაციის უნარი.
მსგავსი სავარჯიშო გამოიყენება წინარე ცოდნის შემოწმებისა და ჩვეულებრივი გაკვეთილის გამოკითხვისას. საკითხის შეჯამებისას და სხვა.
მომავლის სახელოსნო თანამშრომლობითი სწავლების მეთოდია. მოსწავლეები, რომელთაც საერთო პრობლემის გადაჭრა სურთ, ქმნიან ჯგუფებს, აზუსტებენ პრობლემას და ერთობლივად იწყებენ მისი გადაჭრის გზების ძიებას. მეთოდში გამოყოფენ შემდეგ ძირითად ფაზებს:
მოსამზადებელი ფაზა – ამ ფაზაში მოდერატორი (რომელიც შეიძლება იყოს როგორც მასწავლებელი, ისე რომელიმე მოსწავლე) კიდევ ერთხელ განუმარტავს ჯგუფს შეკრების მიზანს (კერძოდ, რა პრობლემის გადაჭრა დაისახეს), გააცნობს/შეახსენებს მეთოდის მიმდინარეობას და „თამაშის წესებს“. შემდეგ ჯგუფის წევრები მოკლედ გამოთქვამენ თავიანთ სურვილებსა და მოლოდინებს. თუ საამისო დრო აღმოგვაჩნდა, ურიგო არ იქნება დასაწყისში მოსწავლეებისთვის რაიმე მოკლე განტვირთვის სავარჯიშოს შეთავაზება.
კრიტიკის ფაზა – ამ ფაზის დასაწყისში სასურველია, მოდერატორმა გაამხნევოს მოსწავლეები, დააძლევინოს დაძაბულობა, შიში, რათა მათ თავისუფლად გამოხატონ საკუთარი აზრი, წარმოდგენა საკითხის/პრობლემის თაობაზე. მნიშვნელოვანია, ჯგუფის ყველა წევრმა გამოხატოს თავისი გულისნადები და კრიტიკა განსახილველი საკითხის ირგვლივ ზუსტად და კონკრეტულად ჩამოაყალიბოს.
ფანტაზიის ფაზა – ამ ფაზას აქვს აუცილებელი „თამაშის წესი“: ყოველგვარი სურვილი, ოცნება, უტოპია ნებადართულია. „ყოველ ადამიანში ჩადებულია ბევრად მეტი, ვიდრე მან იცის“,
განხორციელების ანუ რეალიზების ფაზა – ამ ეტაპზე ხდება წინა ფაზაში შეჯერებული მონახაზების რეალობასთან შეწყობა, მისადაგება. რა უშლის ხელს იდეების განხორციელებას? რა უნდა შეიცვალოს ჩვენს ესკიზებში, რომ მათი განხორციელება შესაძლებელი გახდეს?
მასალა მომზადებულია წყაროებზე დაყრდნობით:
mastsavlebeli.ge
slideshare.net/mkochiashvili/ss-39573653