სჭირდება თუ არა ეკონომიკას მართვა? შესაძლოა მედიაში მოსმენილი გქონდეთ დებატები, სადაც ეკონომისტები კეთილდღეობისა და წარმატების მისაღწევ სხვადასხვა გზებზე კამათობენ. ეს ნიშნავს, რომ მიზანი არის იგივე, ხოლო ინსტრუმენტები – სხვადასხვა. ზოგის აზრით, მთავრობამ უნდა დაადგინოს მინიმალური ხელფასის ოდენობა, სხვები კი ფიქრობენ, რომ ასეთი რეგულირება არ უნდა არსებობდეს. ზოგი მოითხოვს, წახალისდეს მეტი მოხმარება, ზოგი გვირჩევს დაზოგვას. ზოგი ამბობს, რომ საქართველოსთვის ევროს ან დოლარის, ან ოქროს სტანდარტის, ან სულაც კრიპტოვალუტის შემოღება კარგი იქნებოდა, ზოგიც ფიქრობს, რომ ეს ჩვენი დაღუპვა იქნება.
რატომ განსხვავდება ეკონომისტთა აზრები ასე ძალიან? სხვადასხვა სასკოლო განათლება აქვთ? სხვადასხვა ეკონომიკას სწავლობდნენ? რა განაპირობებს ეკონომიკური აზრის ასეთ განსხვავებულობას და ვინ არის მართალი?
შინაარსი ხელმისაწვდომია მხოლოდ რეგისტრირებული მომხმარებლებისათვის. სანახავად გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან შეხვიდეთ სისტემაში (არსებული მომხმარებელი)